BABAJANA

წყარო: ipn.ge, 19 ივლ 2019, ნახვები: 1625, კომენტარი: 0
მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილის საქმე ყველა შემთხვევაში წასულია, მისი წამზომი ჩართულია
photo © ipn.ge  
ევროპაზე აქცენტი ზედმეტია, რადგან ევროსასამართლომ უბრალოდ ვერ გაუწია წინააღმდეგობა იმას, რა უბედურებაც ივანიშვილმა ე.წ. ქართულ სასამართლოში ჩაიდინა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს და ასევე შეეხო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ“.
"მინდა, რამდენიმე სიტყვა ვუთხრა „რუსთავი 2“-ის კოლექტივს. დიდი მადლობა, რომ იბრძვით, არსებობთ და ასეთი მაგრები ხართ. მთელი საქართველო, მიუხედავად შეხედულებებისა, ნამდვილად ვალშია თქვენ წინაშე. მეორე, ზუსტად ვიცი, რომ ოლიგარქი ვერ გაგაქრობთ ფიზიკურად და ვერ მოგისყიდით, ვერ ჩაგაკმენდინებთ ხმას. დარწმუნებული ვარ, იპოვით გზას, რომელიც გააგრძელებს იმას, რასაც აქამდე აკეთებდით. ხალხს სჭირდებით თქვენ, როგორც არასდროს, ძალიან ძლიერად. შემდეგია ის, რომ ჩემი აზრით, აქ ევროპაზე აქცენტი საერთოდ ზედმეტია, რადგან უბრალოდ, ევროსასამართლომ ვერ გაუწია წინააღმდეგობა იმას, რაც უკვე სასამართლო წესით გააკეთა ივანიშვილმა, რა უბედურებაც მან ჩაიდინა ე.წ. ქართულ სასამართლოში. მაგრამ იმ მომენტიდან, როგორც კი ივანიშვილი მოშორდება, ძალიან მალე, როგორც კი მისი კონტროლი აღარ იქნება სასამართლოზე, ეს უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, შეიცვლება“, - აღნიშნა სააკაშვილმა. მისივე თქმით, მალე დადგება მომენტი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი „საქართველოს მოშორდება“.
"ახლა ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ ეს მომენტი, როცა ივანიშვილი მოშორდება საქარველოს, რომელზეც ჩაბღაუჭებულია, ძალიან მალე დადგეს. მე გპირდებით, ეს მომენტი დადგება ძალიან, ძალიან მალე. დღე და ღამე ვმუშაობ ამაზე, ვიცი, რომ ძალიან ბევრი სხვა ადამიანია ამ საქმეში ჩართული და ივანიშვილის საქმე ყველა შემთხვევაში წასულია. ჩვენთვის მთავარია, ახლა ეს გარდამავალი პერიოდი იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო და სწრაფი. მისი წამზომი ჩართულია და დარწმუნებული ვარ, რომ ქარველი ხალხის გამარჯვებას საერთოდ არ აქვს ალტერნატივა და „რუსთავი 2“ იქნება თავისუფალი, მანამდე კი ვაგრძელებთ ბრძოლას,“ - განაცხადა ვიდეომიმართვაში სააკაშვილმა.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005