BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 12 ივლ 2019, ნახვები: 2449, კომენტარი: 0
ადა მარშანია - მართლა მიაჩნიათ ოსებს და აფხაზებს, რომ 92-93 წელს მცირერიცხოვან აფხაზ ხალხს, ქართველებმა გაუკეთეს გარკვეული გენოციდი
photo © rustavi2.ge  
"მართლა მიაჩნიათ ოსებს და აფხაზებს, რომ 92-93 წელს მცირერიცხოვან აფხაზ ხალხს ქართველებმა გაუკეთეს გარკვეული გენოციდი," - ეს განცხადება ადა მარშანიამ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან განმარტა, რომ ამ ფაქტზე საუბარი დღესდღეობით ქართველ საზოგადოებას არ უყვარს.
„პრინციპში, ზოგადად, ჩვენ მივესალმებით პუტინის განცხადებას, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ და ქართველმა ერმა ძალიან მძიმედ მოისმინა და მიიღო, მიიღო რას ჰქვია, აღსაქმელად მიიღო ეს მისი ასე ვთქვათ, პასაჟი გენოციდზე, ხომ? ცხადია, ჩვენ დავაფიქსირებთ ამას და ვიტყვით, რომ ასე არ მიგვაჩნია ჩვენ საქართველოში და იცით თქვენ, რომ მათ ასე მართლა მიაჩნიათ ოსებს და აფხაზებს, რომ 92-93 წელს პატარა მცირერიცხოვან აფხაზ ხალხს ქართველებმა გაუკეთეს გარკვეული გენოციდი. თქვენ ეს არ გაგიგონიათ არასდროს? უბრალოდ, ჩვენთან არ არის მიღებული ამაზე საუბარი. გენოციდი იყო ქართველი მოსახლეობის აფხაზეთში, მართლა ასე იყო. დედაჩემი მხარე, გუგუშვილები, სულყველა დამიხოცეს. 13 ადამიანი, სხვათა შორის, მე არასდროს არ მითქვამს ეს საჯაროდ,“- განაცხადა მარშანიამ.
დღევანდელ ბრიფინგზე "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა ისიც განაცხადეს, რომ მიემგზავრებიან მოსკოვში, რათა რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული სანქციების შეჩერებაზე მოლაპარაკებები წარმართონ. პარტიის თავმჯდომარე გიორგი ლომია დარწმუნებულია, რომ ეს საქართველოსთვის სასარგებლო ქმედება იქნება.
"პატრიოტთა ალიანსმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩასულიყო მოსკოვში. ჩვენ მოსკოვში უნდა შევხვდეთ ჩვენს კოლეგებს, დეპუტატებს, რომ რამენაირად ეს ამოქმედებული სანქციები საქართველოს წინააღმდეგ შევარბილოთ და საბოლოო ჯამში საერთოდ მოვახსნევინოთ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ვიზიტი მოსკოვში სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას,“- განაცხადა გიორგი ლომიამ.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005