BABAJANA

წყარო: ipn.ge, 12 ივლ 2019, ნახვები: 515, კომენტარი: 0
მამუკა მდინარაძე - გიორგი გახარიას ყოველი გამოჩენა „ნაცმოძრაობას“ ისტერიკაში აგდებს
photo © ipn.ge  
გუშინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა პასუხისმგებლიანი მინისტრის გამოსვლა, რომელიც არ გაურბის არც ერთ კითხვას და მითუმეტეს, პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განუცხადა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ერთ მხარეს დგას მეხუთე კოლონა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ხოლო მეორე მხარეს ხელისუფლება, რომელიც ასრულებს მის მოვალეობას.
"გუშინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა პასუხისმგებლიანი მინისტრის გამოსვლა, რომელიც არ გაურბის არც ერთ კითხვას და მითუმეტეს, პასუხისმგებლობას. ნიშანდობლივია ისიც, რომ გიორგი გახარიას ყოველი გამოჩენა კიდევ უფრო მეტ ისტერიკაში აგდებს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან არც სიმართლეა მათ მხარეს და არც ელემენტარული პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ თავიანთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე. ასე რომ, ერთ მხარეს არის დესტრუქციული, რევანშისტული „მეხუთე კოლონა“ „ნაცმოძრაობის“ სახით, ხოლო მეორე მხარეს - ხელისუფლება - კონკრეტულ შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიცია, რომელიც ასრულებს თავის მოვალეობას, იცავს სახელმწიფოს და მის მომავალს.
რა თქმა უნდა, უმძიმესია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებმა და პოლიციელებმა მიიღეს ძალიან სერიოზული დაზიანებები და ამას უსწრაფესი გამოძიება და ამ ადამიანებზე ბოლომდე ზრუნვა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ, ასევე აღსანიშნავია რომ 20 ივნისს შეუძლებელი იყო „ნაცმოძრაობის“ დაორგანიზებული შტურმის მოგერიება პოლიციის მხრიდან ლეგიტიმური ძალის გამოყენების გარეშე. აუცილებლად უნდა გავარჩიოთ პოლიციის მიერ გამოყენებული ლეგიტიმური ძალა, რომლის საჭიროება არავის მხრიდან არ დამდგარა ეჭვქვეშ - და სხეულის დაზიანების ის ფაქტები, რომელთა აუცილებელი გარემოებები შესაძლოა არ იყო - რაზეც გამოძიებამ ძალიან მალე უნდა გაგვცეს კონკრეტული პასუხები“, - განაცხადა მდინარაძემ.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005