BABAJANA

წყარო: ipn.ge, 12 ივლ 2019, ნახვები: 466, კომენტარი: 0
გიგა ბოკერია - როგორც ჩანს, გიორგი გახარია ჩამოყალიბდა, რომ ყველაფერი ბოლომდე პოლიტიკურად თვითონ „შეიტენოს“
photo © ipn.ge  
უტიფარი, სიცრუით სავსე, დეგრადირებული და განადგურებული პიროვნების და არა პოლიტიკოსის განცხადებები ვიხილეთ, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუს. როგორც ბოკერია აცხადებს, გახარიას ინტერვიუ სავსე იყო სიცრუით, მათ შორის ტყვიებთან მიმართებაშიც.
"თურმე, ოპოზიციამ დაუმალა გავრილოვის პრობლემა ხელისუფლებას, როცა ერთ კვირაზე მეტი საჯაროდ დებატები გვქონდა, რომ საერთოდ ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ. უტიფრად გვიმტკიცებდნენ, რომ ესმოდათ, რას აკეთებდნენ და თურმე, საფუძველი არ ჰქონიათ გავრილოვის ქვეყანაში შემოშვების. თურმე, აქციის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდნენ, როცა კობახიძე გადადომას არ აპირებდა და ამან გამოიწვია მომიტინგეების დამატებით ბრაზი. საოცრებაა, რომ თურმე, რამდენჯერმე გაფრთხილება იყო, რაც ეს აქციაზე არავის გაუგია. ბოლოს საოცრება იყო, რაც თქვა, რომ გადადგომა პასუხისმგებლობისგან გაქცევა იქნებოდა. გადადგომა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაა. ნიშნის მოგებით გვითხრა, რომ გადატრიალებისგან დაიცვა ქვეყანა, ეს სრული აბსურდია. პოლიცია ჭიშკრის შიგნით დაეყენებინათ და ვინმე თუ გადაძვრებოდა, დაეკავებინათ.
აგონიაა, ვერაფერს ვიტყვი, საერთოდ ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა იყოს საერთოდ ქმედითი მინისტრი. აქამდეც უამრავი ჩავარდნა ჰქონდა. პანკისის ოპერაცია გაიხსენა და სხვათა შორის, პანკისზე მინდა ვთქვა, რომ პოლიციის მანქანები დაწვეს, ქვები ესროლეს, გახარია ჩავიდა იქ და ორი მხარის შერიგებაზე ისაუბრა, რაც არაზუსტი რამ იყო. ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან, მაგრამ იქ მშვიდობისმყოფელობა გადაწყვიტა, აქ, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი კანონს არღვევდა, დანარჩენი ათიათასი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, მათ შორის, ბავშვები, აქციის ბოლომდე სდია, სახეში ესროდა ნაკლებად, მაგრამ მაინც სასიკვდილო ტყვიებს, რანაირად არის თავსებადი რამე ლოგიკასთან, პრინციპთან, სინდისთან, ან პოლიტიკურ მორალთან?“, - განაცხადა ბოკერიამ. ის ასევე გამოეხმაურა გახარიას განცხადებას, რომლის მხიედვითაც, მისთვის ბოკერია, ხოშტარია, ვასაძე და ფალავანდიშვილი, აბსოლუტურად რადიკალური და ერთმანეთისგან არაფრით განსხვავებული ჯგუფებია.
"ეს ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ ერთ სულ და ერთ ხორც არიან უმრავლეს საკითხში ამ შავრაზმულ ჯგუფთან, მათ მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ და იყენებენ. „ბასიანის“ დრო გამახსენდა, მაშინ ხომ ასე გამოიყენეს - რა ვქნა, ვერ ვაჩერებ, დაგარბევენ და დაიშალეთო და დაშალეს ხალხი, გამარჯვება იზეიმა ხელისუფლების ამ სატელიტებმა ხელისუფლებასთან ერთად. ახლაც იგივე უნდოდათ და ამაზეა გამწარებული, რომ ახლა არ გამოუვიდათ. თურმე, „ევროპული საქართველო“ და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მხარს ვუჭერთ აქციას, უნდა დავთანხმებულიყავით და უკან უნდა დავხეულიყავით, იმიტომ, რომ ისინი მოძალადები არიან. რა მაგარი ლოგიკაა! დეტალებში მოყვა, ვთხოვეთ, იქით აგრესიული ხალხია და იქნებ თქვენ იქვე გაჩერდეთო, ანუ ვინც აგრესიულია და მოძალადე, იმას უნდა გაუვიდეს. ძალიან საინტერესო მორალი აქვს მას“, - განაცხადა ბოკერიამ.ის ასევე გამოეხმაურა იმ ფაქტსაც, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინდელ ინტერვიუში, ადრინდელისგან განსხვავებით, დააკონკრეტა, რომ აქციის დარბევის ბრძანება მან გასცა.
"ბევრი სპეკულაცია იყო ამაზე. ყველას გვესმის, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ივანიშვილის გარეშე რთული წარმოსადგენია. როგორც ჩანს, ჩამოყალიბდა, რომ ყველაფერი ბოლომდე პოლიტიკურად თვითონ „შეიტენოს“. მას ეკუთვნის ეს დარტყმა, შეიძლება ხელს აფარებს იმას, ვინც რეალური გადაწყვეტილება მიიღო, ამას არ გამოვრიცხავ“, - აცხადებს ბოკერია.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005