BABAJANA

წყარო: tabula.ge, 11 ივლ 2019, ნახვები: 784, კომენტარი: 0
ოცნების დეპუტატი: ხელით დაფარული თვალი მახსენებს ტკივილს, ცისფერებს და გახარიას გმირობას
photo © tabula.ge  
"ჟესტი - ხელით დაფარული თვალი - მუდამ გაგვახსენებს ტკივილს, ცისფერებსა და დამნაშავე პარტიებს! ასევე, გახარიასა და პოლიციელთა გმირობას," - ქუთაისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან ალექსანდრე ახალაძე სოციალურ ქსელში 20 ივნისი ღამეს აფასებს და პოსტს აქვეყნებს. ტაბულა დაუკავშირდა საკრებულოს დეპუტატს და ახალაძემ დაადასტურა, რომ პოსტი ნამდვილად მას ეკუთვნის ასევე აღნიშნა, რომ გახარიას გმირობა იყო, რომ არ დაუშვა პარლამენტის შტურმით აღება.
"ცისფერებში ვგულისხმობ, როგორც თავად ეძახიან თავის თავს "ელგებეტეს" აქტივისტებს, როგორც იქცევიან კი ხედავთ, კონსტიტუციას შეურაცხყოფენ, კონსტიტუციაში რა გვიწერია იცით?! ის რომ, ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი, თავიანთ სექსუალურ ურთიერთობებს უკეთებენ პოზირებას და აგიტაციას, რაც ჩემთვის როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის მიუღებელია. აფარებული ხელი, მე პირადად მახსენებს "ელგებეტე" პრაიდის მოწოდებებს და აქციებს, იმ დამნაშავე პარტიის ხელმძღვანელებს, რომლებიც თეთრ პერანგებში იყვნენ გამოწყობილი და სწორად აღელვებულ ახალგაზრდებს შეუცვალეს, თავიანთი მაქინაციური აზროვნებით, გონება და გახადეს ახალგაზრდები ეგზალტირებული, რომ შტურმით აეღოთ პარლამენტი. რაც მოხდა, ეს ყველაფერი იყო ამაზრზენი, მაგრამ მახსენებს იმ გმირ პოლიციელებს, რომლებმაც არ დაუშვეს სახელმწიფოში გადატრიალება. შესაძლებელი იყო, რომ სამოქალაქო ომი ყოფილიყო. პოლიციამ დაიცვა პარლამენტი შტურმისგან და გმირობა იყო, რომ არ არის სამოქალაქო ომი დღეს. ასე კატეგორიულად ნუ სვამთ საკითხს, რომ გახარიამ და პოლიციელებმა დათხარეს თვალები მოქალაქეებს. როდესაც შტურმზე მიდის ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი ყველამ იცის, რომ იქ შესაძლებელია მოხდეს თვალში მოხვედრაც, კაცის მკვლელობაც, მსხვერპლიც და ყველაფერიც და ამაზე მიდიან შეგნებულად ისევე როგორც ომში," - მბობს ახალაძე.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005