BABAJANA

წყარო: netgazeti.ge, 11 ივლ 2019, ნახვები: 1297, კომენტარი: 0
ელჩები, რომლებმაც დარბევის ღამეს პარლამენტში ყოფნა არ დაადასტურეს
photo © netgazeti.ge  
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამეს მასთან ერთად პარლამენტის შენობაში რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო.
“მე ვიყავი იქ, შიგნით [პარლამენტის შენობაში] და ვუყურებდი, უშუალოდ ვხედავდი ამ ყველაფერს… უშუალოდ ვხედავდი, ზოგიერთი პოლიტიკოსი როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს. უშულოდ ვხედავდი ზემოდან და მარტო კი არ ვიყავი, რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად”, – განაცხადა გიორგი გახარიამ 11 ივლისს, “ტვ პირველის” ეთერში.
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დიდმა ნაწილმა უარყო, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში იმყოფებოდნენ. მათი ნაწილისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ყოფილიყვნენ აქციის დაშლის დროს პარლამენტში, აცახდებენ რა, რომ ეს საქართველოს შიდა საქმე იყო.
“პირადად მე არ ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი, რომ გერმანიის ელჩი, რომელმაც დამირეკა, პარლამენტში იყო. რა დრომდე, ეს არ ვიცი. არ მიმიღია სატელეფონო ზარი, ან შეიძლება გამომორჩა, რადგან იმ საღამოს სადილზე ვიმყოფებოდი მეგობრებთან ერთად. ჩემი აზრით, გამოძიება უნდა ჩატარდეს სახალხო დამცველის ჩართულობით. რაც შეეხება გახარიას გადადგომას ან დარჩენას, მისი პირადი პასუხისმგებლობის საქმეა. ჩემი აზრით, პოლიტიკოსებმა უნდა შეაფასონ ახლანდელი სიტუაცია, მაშინდელიც და შემდგომ მიიღონ გადაწყევტილება. მე მის მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. დიპლომატები აქ დასახმარებლად იმყოფებიან. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული იყოს. ნამდვილად არ გვახარებს იმის ნახვა, საზოგადოება როგორ არის დაყფილი. ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. თუ აზრს გვკითხავენ, ვეუბნებით, მაგრამ ისინი არიან არჩეული, ეკისრებათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მათი ვალია, ხალხის წინაშე იმოქმედონ შეგნებულად”, – განუცხადა ჟურნალისტებს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ. პარლამენტში არ იმყოფებოდნენ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებიც.
“რაც 20 ივნისს მოხდა, გამოძიებას საჭიროებს ძალის გამოყენების და ძალადობის კუთხით. მოხარული ვართ, რომ ასეთი გამოძიება, როგორც ჩანს, ტარდება. ვინ იმყოფებოდა იმ კონკრეტულ დღეს პარლამენტში, ვერ გეტყვით. პირადად მე შეერთებულ შტატებში ჩემი ქალიშვილის ქორწილში ვიმყოფებოდი”, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, სადაც განაცხადეს, რომ ელჩი კარლ ჰარცელი 20 ივნისს დილით გაემგზავრა დასავლეთ საქართველოში და საღამოს თბილისში საერთოდ არ ყოფილა. გაერთიანებული სამეფოს საელჩოშიც აცხადებენ, რომ არც ელჩი და არც საელჩოს სხვა წარმომადგენელი 20 ივნისის ღამეს პარლამენტში არ იმყოფებოდა. უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვმა “რუსთავი 2”-ს უთხრა, რომ 19 ივნისს ავლაბრის ცერემონიების სასახლეში იმყოფებოდა, სადაც მართლმადიებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა მეორე დღეს არსად წასულა.
“მე ვიმყოფებოდი წინა დღეს ცერემონიების სასახლეში პრეზიდენტთან გამართულ ღონისძიებაზე. მეორე დღეს არსად ვყოფილვარ”, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.
ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისთვის საქართველოში იოჰანეს დოუმასთვის გაუგებარია, რატომ უნდა მისულიყო პარლამენტში.
“არ წავსულვარ, არც მივუწვევივარ. რატომ უნდა წავსულიყავი? ეს საქართველოს შიდა საქმეა, ჩართული არ ვარ”, – განცხადება იოჰანეს დოუმამ.
როგორც საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებოდნენ შვედეთის და შვეიცარიის ელჩებიც. იაპონიის საელჩოში კომენტარი არ გააკეთეს.
იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ განაცხადა, რომ 20 ივნისს საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველოში.
ერთადერთი, ვისზეც დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში იმყოფებოდა, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირშია. ის საქართველოს პარლამენტის შენობაში, ჩიტაძის ქუჩიდან, დაახლოებით 23:10 საათზე შევიდა, თუმცა უცნობია, დარბევის მომენტშიც იქ იყო თუ არა. დღეს ამ თემაზე გერმანიის საელჩოში კომენტარს არ აკეთებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მას 20 ივნისს ელჩების მობილიზება არ გაუკეთებია.
“ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას. პირველად გვესმის ეს ინფორმაცია, რომ ვინმემ მობილიზაცია გაუკეთა ელჩებს და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ასეთი რამ ჩვენი უწყების ეგიდით არ მომხდარა. ვერ გიდასტურებთ ამ ინფორმაციას”, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიცილურმა წარმოამდგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მოგვიანებით მან თქვა, რომ მისი განცხადება ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა და ახალი განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ელჩებმა თავად გამოხატეს ინტერესი.
“ამ პროცესში ინტენსიურ კომუნიკაცია იყო ელჩებთან, დიპლომატიურ კორპუსთან ჩვენი უწყების, ისევე როგორც სხვა უწყებების მხრიდან, მაგრამ თუ თქვენ გულისხმობთ ფიზიკურ მობილიზაციას, არ ყოფილა, იმიტომ რომ ამის აუცილებლობა ჩვენი მხრიდან, რომ ჩვენი მოგვეწვია ელჩები, არ ყოფილა. თავიანთი ინტერესი გამოხატეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა”, – განაცხადა კონსტანტინიდმა.საგარეო უწყებაში არ აკონკრეტებენ, გერმანიის ელჩის გარდა, დიპლომატიური კორპუსის სხვა რომელი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ პარლამენტში.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005