BABAJANA

წყარო: ipn.ge, 11 ივლ 2019, ნახვები: 215, კომენტარი: 0
დავით ზალკალიანი - 20 ივნისის ღამეს პარლამენტში ელჩები ჩვენ არ მიგვიყვანია, ისინი თვითონ მივიდნენ და გაეცნენ არსებულ სიტუაციას
photo © ipn.ge  
ელჩები ფიზიკურად არ მიგვიყვანია პარლამენტში, ისინი თვითონ მივიდნენ და გაეცნენ არსებულ სიტუაციას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, სამინისტროს მუდმივი კომუნიკაცია აქვს აკრედიტირებულ ელჩებთან, თუმცა მათ ასევე ჰყავთ თავიანთი ინფორმაციის წყაროები და მათგანაც იღებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციას.
"ივნისში სიტუაცია ძალიან მალე იცვლებოდა. სიტუაციის განვითარების მიხედვით ბუნებრივია, ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებს ჰქონდათ ინტერესი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. აქ გასაკვირი არაფერია, რომ გვქონდა მათთან მუდმივი კომუნიკაცია, თუმცა მათ აქვთ საკუთარი წყაროები და ინფორმირებული იყვნენ სწორედ მათგან. ჩვენი, როგორც საგარეო საქმეთა სმინისტროს ფუნქცია არის ელჩებს მუდმივად მივაწოდოთ ინფორმაცია. ეს არ არის ფიზიკური მობილიზაცია, ისინი ფიზიკურად არ მიგვიყვანია პარლამენტში, ისინი თვითონ მივიდნენ და გაეცნენ არსებულ სიტუაციას,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ამასთან, მინისტრი ვერ აზუსტებს, კონკრეტულად რომელი ქვეყნების ელჩები იმყოფებოდნენ პარლამენტში 20 ივნისის ღამეს, იგი მხოლოდ გერმანიის ელჩს ასახელებს და აცხადებს, რომ სხვებს ვერ იხსენებს.
„გერმანიის ელჩი მახსოვს და იყვნენ მემგონი, კიდევ სხვა ელჩებიც, რომლებიც თავისით მივიდნენ და ადგილზე გაეცნენ სიტუაციას,“ - განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ის 20 ივნისს რამდენიმე ქვეყნის ელჩთან ერთად პარლამენტის შენობიდან აკვირდებოდა მოვლენებს.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005