BABAJANA

წყარო: ipn.ge, 11 ივლ 2019, ნახვები: 599, კომენტარი: 0
ნიკა მელია ივანიშვილს და გახარიას - ისტორია თქვენ ქმედებებს შეაფასებს: „ქართველი ხალხისთვის თვალის ჩაკვრიდან - თვალის დათხრამდე“
photo © ipn.ge  
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამე იყო სადამსჯელო ოპერაცია იმ ადამიანების მიმართ, ვისთვისაც თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უპირველესია. ამის შესახებ ნიკა მელია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს და მიმართავს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და შს მინისტრს, გიორგი გახარიას.
"ადამიანებს ესროდნენ დამიზნებით, სახეში, ესროდნენ ხელებაწეულ, მომღიმარ ადამიანებს. არასდროს, არასდროს, არავის შერჩენია და არავინ დარჩენილა დაუსჯელი ქართველ ხალხზე ძალადობისთვის. წარმოუდგენლად ცოტა დრო დარჩა იმ მომენტამდე, როდესაც ივანიშვილს და გახარიას სამართლიანი სასამართლოს პირობებში, სულ მცირე, ისტორიის ამ მონაკვეთში მიმდინარე მოვლენების ირგვლივ მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ მე არ ვარ მოსამართლე და სამართლებრივი შეფასებები მომავალს და სასამართლოს მივანდოთ. რაც შეეხება ამ ყველაფრის პოლიტიკურ შეფასებას. ივანიშვილი-გახარიას რეჟიმის ისტორია შეგვიძლია დავახასიათოდ მოკლედ: „ქართველი ხალხისთვის თვალის ჩაკვრიდან - თვალის დათხრამდე“. თავიანთი დანაშაულებების გადასაფარად მათ სცადეს საზოგადოების ყურადღების გადატანა არარსებულ საკითხებზე. მათ სცადეს ჩემი გაჩერება ე.წ. ელექტრონული ბორკილებით.
ივანიშვილო და გახარიავ, თქვენ დგახართ ავტობუსების არასწორ მხარეს, ისტორია თქვენ ქმედებებს შეაფასებს: „ქართველი ხალხისთვის თვალის ჩაკვრიდან - თვალის დათხრამდე“.
საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა და მათ შორის მეც, ვდგავართ სამართლიანობის მხარეს, ისტორიის იმ მხარეს, რომელიც ასეც შეფასდება „ ელექტრონული ბორკილების დადებიდან - თავისუფლებამდე“. თქვენ დაარბიეთ და თვალები დათხარეთ ადამიანებს იმიტომ, რომ შეგეშინდათ, შეგეშინდათ იმიტომ, რომ არ გწამდათ საკუთარი სიმართლის. ისტორიის სწორ მხარეს კი ჩვენ გვწამს, გვწამს რომ: საქართველო იქნება დამოუკიდებელი; საქართველო იქნება თავისუფალი ადამიანების ქვეყანა; საქართველო იქნება წარმატებული და მდიდარი და ამ ყველაფერში ლომის წვლილი უკვე შეიტანა ამ ქვეყნის მომავალმა - თავისუფალმა, მებრძოლმა, ჯიუტმა ახალგაზრდებმა. ეს მართალი ადამიანები არ დათმობენ, აღარ დათმობენ, მათ ყველაზე მეტი აქვთ დასაკარგი - მთელი ცხოვრება და ცხოვრებას არავის დააკარგვინებენ.
თავისუფლების, დამოუკიდებლობის, პატრიოტიზმის და ახალგაზრდების წინააღმდეგ ბრძოლა არავის მოუგია და არაფერი შეედრება იმ განცდას, როდესაც გრძნობ, რომ მართალი ხარ და 100 % ით ზუსტად იქ დგახარ, სადაც უნდა იდგე. სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს, ჩვენც აუცილებლად გავიმარჯვებთ და იმაზე მალე ვიდრე თავად ჩვენ გვგონია“, - წერს მელია.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005