BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 11 ივლ 2019, ნახვები: 207, კომენტარი: 0
 ხატია დეკანოიძე - ძალიან დიდი უტიფრობაა, როდესაც თვითონ გახარია იძიებს ადამიანების დასახიჩრებას
photo © rustavi2.ge  
ცინიკურია, როდესაც გახარია იძიებს 20 ივნისის ღამეს - ამის შესახებ განცხადება ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა. დღეს ის, ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად გამოკითხვაზე უნდა მისულიყო, თუმცა ხატია დეკანოიძე უარს ამბობს ჩვენება მისცეს საგამოძიებო ორგანოს, რომელსაც მისი თქმით დამნაშავე მინისტრი ხელმძღვანელობს.
"ძალიან დიდი უტიფრობაა, როდესაც თვითონ გახარია იძიებს „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით მოვლენებს, ადამიანების დასახიჩრებას, რომელზე პასუხისმგებელი თვითონ არის. რასაკვირველია, შსს-ს, როგორც საგამოძიებო ორგანოს არ აქვს არავითარი ნდობა ჩემი მხრიდან და არც საზოგადოების მხრიდან არ აქვს, ამიტომ რეალურად სასამართლო დარბაზში საჯაროდ მე ვუპასუხებ ყველა კითხვას. ნებისმიერ შემთხვევაში, გახარია არის ძალიან დიდი ღუზა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის კისერზე, რომელიც მას ფსკერისკენ მიათრევს, ამიტომ აუცილებლად მოუწევს ამ ადამიანს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ხატია დეკანოიძესთან ერთად, გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით ირაკლი ღლონტი, გუბაზ სანიკიძე და ბაჩუკი ქარდავაც დაიბარეს. შსს-ში მისვლას არც ერთი მათგანი არ აპირებს. ბაჩუკი ქარდავას განცხადებით მას არ სჯერა რომ გახარია მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში 20 ივნისის მოვლენებს გამოიძიებს.
"გახარიამ, რომელმაც იძალადა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, უნდა გამოიძიოს საქმე 20 ივნისის ძალადობის? ცინიზმია ეს და მეტი არაფერი. არასდროს არ გამოიძიებს. აქ გამოსაძიებელი არის სწორედ გახარიას ქმედება და არა იმ ახალგაზრდების, რომლებიც გამოხატავდნენ პროტესტს, თუნდაც მწვავეს. კანონი იმ დღეს მომიტინგეების მხრიდან არ დარღვეულა. კანონს ყოველ წუთს და ყოველ წამს არღვევდა მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილი და გახარია თავისი იმ ძალების მეშვეობით, რომლებიც და არ ვარ დარწმუნებული, რომ ხშირ შემთხვევაში პოლიციელები იყვნენ,“- ბაჩუკი ქარდავა. ოპოზიციის ლიდერები მზად არიან ჩვენება სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცენ. საქმე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაწყებულ გამოძიებას ეხება.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005