BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 11 ივლ 2019, ნახვები: 1084, კომენტარი: 0
გუბაზ სანიკიძე - გახარიას აქვს ფსიქიური გადახრები და ის სახიფათოა
photo © rustavi2.ge  
გახარიას აქვს ფსიქიური გადახრები და ის სახიფათოა - ასე ეხმაურება გუბაზ სანიკიძე შს მინისტრის განცხადებებს, რომელიც მან გუშინ გადაცემა „რეაქციაში“ გააკეთა. ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი ამბობს, რომ გახარიას ინტერვიუმ ის კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ საქმე აქვს ზნედაცემულ ადამიანთან და შესაბამისად ის არ აპირებს ჩვენება გაუწონასწორებელ მინისტრს მისცეს.
"ჩვენ გუშინ ვიხილეთ შს მინისტრის კატასტროფული გამოსვლა. პრინციპში, აღიარებითი ჩვენება მისცა მან, ამიტომ უნდობლობა, რა თქმა უნდა, სტრუქტურების მიმართ ჩემი მხრიდან და საერთოდ ქართული საზოგადოების მხრიდან არსებობს. რეპრესიები დაწყებულია საქართველოში. უკვე ხუთი კაცია დაპატიმრებული აქციის მონაწილეები, ჩვენ უკვე პოლიტიკური პატიმრები გვყავს 20 ივნისთან დაკავშირებით. შს მინისტრს, როგორც ჩანს, ფსიქიური გადახრები აქვს, არის გაბოროტებული, ლოგიკას არ ექვემდებარება. გუშინ რაც მოვისმინე მე, მე თვითონ ვარ შეძრწუნებული, იმიტომ, რომ არაადეკვატურია შს მინისტრი და სასწრაფოდ არის ჩამოსაშორებელი, იმიტომ, რომ სახიფათო არის. ეს არის ზნედაცემული, გათახსირებული კაცი. ღირსეული მიმდევარი გათახსირებული ზნე დაცემული ბიძინა ივანიშვილის“- გუბაზ სანიკიძე. გუბაზ სანიკიძე, ხატია დეკანოიძესთან, ბაჩუკი ქარდავასა და ირაკლი ღლონტთან ერთად შსს-ში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე იყო დაბარებული. თუმცა ოპოზიციის ლიდერები უწყებაში არ მივიდნენ. გუბაზ სანიკიძის თანაპარტიელი და მისივე ადვოკატი ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ ამ გამოძიებას, რომელსაც შსს აწარმოებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
" ამ გამოძიებას არაფერი საფუძველი არ გააჩნია. მე როგორც ვიცი, არის შეთითხნილი რამდენიმე ჩვენება. ობიექტური მტკიცებულებები არ არსებობს, მხედველობაში მაქვს ჩანაწერები, ის კადრები, რომლებიც გავიდა საჯაროდ ტელევიზიებში. არანაირი მსგავსი საფუძველი, რასაც დღეს ხელისუფლება აცხადებს, რომ გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი, არ არსებობს ასეთი რამ. ეს არის სურვილი მხოლოდ, მეტი არაფერი. მე მგონი, რომ ეს შედეგისთვის არ არის, ამას უფრო პიარის ნაწილად ვთვლი,“- ვალერი გელბახიანი.
გუბაზ სანიკიძე მზად არის შეკითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხოს. საქმე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაწყებულ გამოძიებას ეხება.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005