BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 11 ივლ 2019, ნახვები: 286, კომენტარი: 0
ნაცმოძრაობის ორივე ფრთას საზოგადოებას ატყუებს და საზოგადოება შეცდომაში შეყავს - სოფო კილაძე
photo © rustavi2.ge  
„რამდენადაც ვიცი, იყო გაფრთხილება,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძემ გააკეთა. სოფო კილაძე შს მინისტრის განცხადებების შემდეგ ოპონენტების მხრიდან გახარიას კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ სისხლიან ღამეს განვითარებულ მოვლენებისას დარღვევებს, გამოძიება დაადგენს. სოფო კილაძე ოპოზიციას, კონკრეტულად კი "ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ისინი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. მმართველი გუნდის წევრი იზიარებს შს მინისტრის შეფასებას, რომ ნიკა მელიას ადვოკატის მიერ გავრცელებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს მელია აქციის მონაწილეების დამშვიდებას, კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი.
"მე მაქვს ისეთი განცდა, რომ ვინც საზოგადოებას ატყუებს და საზოგადოება შეცდომაში შეყავს, ეს არის ნაცმოძრაობის ორივე ფრთა. მე რამდენადაც ვიცი, იყო ეს გაფრთხილება, თუმცა, მიმდინარეობს გამოძიება და საბოლოო ჯამში, გვეცოდინება ჩვენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, რეალურად რა მოხდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ოპოზიციას რომ საზოგადოება შეცდომაში შეყავს, ყოველ შემთხვევაში, ნაციონალურ მოძრაობაზე ვამბობ, ეს ცალსახაა, არაერთხელ ყოფილა ასე და გუშინდელი ბატონი მელიას შემთხვევაშიც, ჩემი აზრით, ვნახეთ, რომ რაღაც კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვიდეო აჩვენეს, არადა მთელმა საზოგადოებამ ნახა, რომ ცალსახად ბატონი მელია პირდაპირ მოწოდებებს აკეთებდა და პირდაპირ ძალადობდა იქ ადამიანებზე,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005