BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 11 ივლ 2019, ნახვები: 233, კომენტარი: 0
იმყოფებოდნენ თუ არა ელჩები დარბევის ღამეს პარლამენტში - საგარეო უწყების ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული კომენტარი
photo © rustavi2.ge  
იმყოფებოდნენ თუ არა 20 ივნისის სისხლიან ღამეს ელჩები პარლამენტში და აკვირდებოდნენ თუ არა ისინი გიორგი გახარიასთან ერთად საკანონმდებლო ორგანოს წინ განვითარებულ მოვლენებს როგორც ამას შს მინისტრი ამტკიცებს - საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირები​​თ ურთიერთ გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა თავდაპირველად "რუსთავი 2"-ს განუცხადა, რომ ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა.
"რომელიც ელჩები, ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას პირველად გვესმის რომ ვინმემ მობილიზაცია გაუკეთა ელჩებს და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ასეთი რამ ჩვენ ჩვენი უწყებით ამას ვერ დაგიდასტურებთ,“-განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
მოგვიანებით ვლადიმერ კონსტანტინიდმა პოზიცია შეცვალა. მან "რუსთავი 2"-ს სთხოვა ხელახლა ჩაეწერა, რადგან მისი პირველი კომენტარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. ამჯერად მან დაადასტურა გახარიას ნათქვამი და განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში გერმანიის ელჩი იმყოფებოდა. თუმცა იქვე განმარტა, რომ ფიზიკური მობილიზაცია ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროს არ მოუხდენია.
"ამ პროცესში ინტენსიური კომუნიკაცია იყო ელჩებთან, დიპლომატიურ კორპუსთან. ჩვენი უწყების, ისევე როგორც სხვა უწყებების. მაგრამ თუ თქვენ გულისხმობთ ფიზიკურ კომუნიკაციას, ფიზიკურ მობილიზაციას, ფიზიკური მობილიზაცია არ ყოფილა იმიტომ, რომ ამისი აუცილებლობა არ ყოფილა. ჩვენი მხრიდან რომ ჩვენ მოგვეწვია ეს ადამიანები ასეთი რაღაც არ ყოფილა, მაგრამ თვითონ თავისი ინტერესი გამოხატეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ისინი იმყოფებოდნენ პარლამენტში. მათთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ჩვენს უწყებასაც და სხვა სახელმწიფო უწყებებსაც. მათშორის თქვენი ეთერიდანც ჩანდა რომ იქ იყო გერმანიის ელჩი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ფიზიკურ მობილიზაციაზე საუბარი არ არის მაგრამ კომუნიკაცია დიპლომატიურ კორპუსთან მთლიანად ჰქონდა უწყებას. ვერ დაგიდასტურებთ ზუსტად ახლა რომელიც ელჩი იმყოფებოდა მაგრამ დიპკორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ,“-განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005