BABAJANA

წყარო: tabula.ge, 11 ივლ 2019, ნახვები: 686, კომენტარი: 0
გახარია: მელიას კადრები არის სრული ფარსი
photo © tabula.ge  
შს მინისტრის თქმით, ნიკა მელიას მიერ გავრცელებული ვიდეო კადრები, რომელებიც 20 ივნისს, ცრემლსადენი გაზის გაშვებამდე რამდენიმე წუთით არსებულ მდგომარეობას ასახავს, ფარსია, ვინაიდან სხვა რაკურსით გადაღებულ ვიდეოებში პოლიციელებზე ძალადობა ჩანს.
"ეს კადრები არის სრული ფარსი. ნიკანორ მელიას, რა თქმა უნდა, აქვს თავდაცვის უფლება და რა თქმა უნდა შეუძლია ყველა სახის კადრები იპოვოს, მოძებნოს გამოაქვეყნოს, თავისი ვერსიები წარმოადგინოს, მაგრამ ამ კადრებიდან ჩანს ერთი, რომ ნიკანორ მელია და მის ირგვლივ მყოფი პოლიტიკოსები იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები და ლიდერები. ეგონათ, რომ ეს იქნებოდა მათი სასარგებლო ჩვენება, ვნახავთ სასამართლოში როგორ იქნება გამოყენებული, როდესაც ჩვენ პარალელურ კადრს დავადებთ. როდესაც ნიკანორ მელია ამას საუბრობს, ზუსტად იგივე მომენტში, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, სულ სხვა ფლანგებიდან, პირდაპირი შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტის შენობაზე“, - თქვა გიორგი გახარიამ ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში". მელიას კადრებზე განცხადება პროკურატურამაც გამოაქვეყნა და მიუთითა, რომ ის საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია Facebook-ზე 20 ივნისს ცრემლსადენი გაზის გაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებულ უწყვეტ ვიდეო-კადრს აჩვენებს. ვიდეოზე ჩანს, რომ ოპოზიციური ლიდერები პარლამენტის შესასვლელთან მდგარ ხალხს ეუბნებიან, რომ მათ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძისგან მიიღეს შეთავაზება, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნები გააცნონ. ოპოზიციური ლიდერები ხალხისგან ნებართვას იღებენ, ამ დროს კი მოულოდნელად ცრემლსადენი გაზის პირველი გასროლა ხდება, თანაც არა წინა, არამედ უკანა რიგებში.
"კადრები, რომელსაც 20 დღეა, ვეძებდით! ამ უწყვეტი კადრებით მთლიანად ნადგურდება ხელისუფლების პროპაგანდა, თითქოს სროლა იმიტომ დაიწყეს, რომ დემონსტრანტები პარლამენტში შეჭრას ვცდილობდით. პირიქით, ამ უწყვეტ კადრებში ჩანს, რომ ხელისუფლება გვთავაზობდა შეხვედრას, რასაც ჩვენ ვათანხმებდით ხალხთან და სწორედ ამ დროს ატეხა სროლა ივანიშვილ/გახარიამ,"- დაწერა ნიკა მელიამ.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005