BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 11 ივლ 2019, ნახვები: 867, კომენტარი: 0
შს მინისტრი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის დღის წესრიგიდან მოხსნეს
photo © rustavi2.ge  
შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმის კონფერენციის დღის წესრიგიდან მოხსნეს. პროგრამაში ეწერა, რომ გიორგი გახარია დღეს სიტყვით უნდა გამოსულიყო და დისკუსიის რეჟიმში კონფერენციის ქართველი და უცხოელი სტუმრების კითხვებზე ეპასუხა. გიორგი გახარიას შავი ზღვის უსაფრთხოებაზე უნდა ესაუბრა. თუმცა, მოულოდნელად, პროგრამაში ცვლილება შევიდა და გახარია კონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჩაანაცვლა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შს მინისტრი ლევან იზორიათი ჩანაცვლების შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
"პროგრამები, რომელიც მე მაქვს ნანახი, არ იყო და არ ვიცი, მართალი გითხრათ... არ ვიცი, თუ არ ჩამოვიდა, რატომ არ ჩამოვიდა,“ - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი. ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ შს მინისტრი მიმდინარე აქციებისა და 20 ივნისის სისხლიანი ღამის ფონზე მოერიდა უცხოელ სტუმრებთან შეხვედრას.
"არ გამიკვირდება თუ ის მოერიდა იმ დისკომფორტს, რომელსაც ის განიცდიდა აქ, მათ შორის, ოპოზიციის დეპუტატებთან ინტერაქციის დროს და ისევე, როგორც ანტისაოკუპაციო აქციის შემხედვარე, იმიტომ, რომ გახარია არავის აღარ უნდა, მოსახლეობა შეთანხმდა იმაზე, რომ გახარია არ უნდა იყოს თავის ადგილზე და რაც უფრო დრო გადის, რაც უფრო ახალი ვიდეოები გამოდის, რომელიც იმ ღამეს ასახავს, რაც უფრო ის ელაპარაკება ვიღაც ექსპერტებს, თუ რატომ გამოიყენა ტყვიები, მით უფრო ნათელი ხდება, რომ მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის გარდაუვალი,“ - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგი კაპანაძემ.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005