BABAJANA

წყარო: ipn.ge, 11 ივლ 2019, ნახვები: 1362, კომენტარი: 0
გია ხუხაშვილის აზრით, ივანიშვილი პრემიერად უნდა დაბრუნდეს, ახალგაზრდებმა კი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები უნდა შეწყვიტონ
photo © ipn.ge  
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებასა და ახალგაზრდების მიერ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციების შეწყვეტაში ხედავს. როგორც ხუხაშვილი აცხადებს, დადგა დრო, რომ დავბრუნდეთ ჩარჩოებში, რომელშიც „პოლიტიკური ინტერესი მთავრდება იქ, სადაც იწყება სახელმწიფო ინტერესი“.
"მონოლოგების კაკაფონიით სმენადახშულები მივუახლოვდით იმ სახიფათო ზღვარს, რომლის იქითაც ჩვენი „სიმართლის გატანის ჟინმა“ და პოლიტიკურმა ამბიციებმა შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს ქართული სახელმწიფო. დადგა დრო, რომ დავბრუნდეთ ჩარჩოებში, რომელშიც „პოლიტიკური ინტერესი მთავრდება იქ, სადაც იწყება სახელმწიფო ინტერესი“. ყველამ გავიხსენოთ, რომ ქვეყანას, ჩვენ ყველას ერთად, მომავალ წელს ჩასატარებელი გვაქვს არჩევნები, რომელიც არის ერთადერთი ცივილიზებული გზა რეალური ცვლილებებისთვის, ისე, რომ სახელმწიფო არ გადავჩეხოთ მორიგი ტოტალური დაპირისპირების უფსკრულში. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ მისი გამარჯვება უკვე ახლოს არის. დაპირისპირების გაგრძელების ნებისმიერი სცენარით აუცილებლად ისარგებლებს მტერი და ყველა დავმარცხდებით. ამის მცირე დემო-ვერსია უკვე ვიხილეთ ბოლო დღეებში.
ამისათვის, ყველამ უნდა დავთმოთ რაღაც და ვიპოვოთ მისაღები კომპრომისი. ჩემი მხრიდან გთავაზობთ შემდეგს: 1. ხელისუფლება აღადგენს ქვეყანაში ინსტიტუციურ წესრიგს. ძალაუფლება, ბიძინა ივანიშვილის სახით, დაბრუნდება იქ, სადაც მისი ადგილია, ანუ პრემიერ-მინისტრის სავარძელში და ამ სტატუსით გახდება 2020-ის პროპორციული არჩევნების კონკურენტულ, ჯანსაღ გარემოში ჩატარების გარანტი. 2. ახალგაზრდები წყვეტენ აქციებს, იმ პირობით, რომ რაღაც ფორმით უზრუნველყოფილი იქნება მათი ჩართულობა 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების პროცესში. უნდა ესმოდეთ, რომ მათ უკვე აჩუქეს საქართველოს პროპორციული არჩევნები და შესაბამისად, გაღებული მსხვერპლი ფუჭი არ არის. რაც შეეხება გახარიას, დღეის მდგომარეობით ის უკვე ხელისუფლების თავის ტკივილია და არა მათი. დროა დაიწყონ სტრუქტურირება და სახელმწიფოებრივი განვითარების საკუთარი ხედვები ხალხს გააცნონ. 3. პოლიტიკური ელიტა დაჯდეს მაგიდასთან და კონსტიტუციით გაამაგროს მთავარი მონაპოვარი - პროპორციული არჩევნები. ვაჩვენოთ მტერსაც და მოყვარესაც, რომ ჩვენ ერთნი ვართ იქ, სადაც ქართული სახელმწიფოს კეთილი მომავალია“, - ნათქვამია გია ხუხაშვილის „ფეისბუქ“ პოსტში.
Kveba

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა მობილური ვერსია     Since March 26 2005