BABAJANA
წყარო: ipn.ge, 11 ივნ 2019, ნახვები: 658, კომენტარი: 0
გია ხუხაშვილი - ირაკლი კობახიძე პოლიტიკური არარაობაა - გაბერილი ბუშტი და ივანიშვილმა ერთი თვალი რომ ჩააპაჭუნოს, მისი ბუნდღა აღარ იქნება
photo © ipn.ge  
ირაკლი კობახიძე გაბერილი ბუშტი, რომელიც არსებობს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა. ექსპერტმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის მხრებზე პარაზიტირებენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი, თუ ივანიშვილს მოუნდება, „ისევე გაუგებრად გაქრება, როგორ გაუგებრადაც გამოჩნდა“.
"ორი სურათი დავდოთ ერთმანეთთან: კობახიძის განცხადება სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღასთან, იბერიის გაბრწყინებასთან, სამართლიანობის დამკვიდრებასთან დაკავშირებით და მაიკ პომპეოს განცხადება. კონტრასტი ნახეთ და მერე ფიგურები შეადარეთ: კობახიძე და პომპეო. ეს რას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთოდ აცდენილია ყველაფერს, თავის თავშია ჩაკეტილი და ძირითადად, ფეხების ბაკუნით არის დაკავებული. თუ ასე გაგრძელდება, უკვე ვფიქრობ, ძალიან რთული სცენარებია მოსალოდნელი. მაგალითად, ამ დღეებში მოლდოვაში ვითარდება მოვლენები. კობახიძე და კამპანია ანალოგიას ვერ ხედავენ, რა შეიძლება, ხვალ საქართველოში მოხდეს? თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც არ აქვთ, რომ მიხვდნენ, ამ სამეფოში რაღაც კარგად არ არის? ბიძინა ივანიშვილის მხრებზე პარაზიტირებენ, „ფოკუსნიკი“ ჰგონიათ, ამ პოზიციაში არიან, თორემ თვითონ კობახიძე ვინ არის? ის ხომ პოლიტიკური არარაობაა, არსაიდან მოსული და არსაით მიმავალი, ერთი გაუგებარი ახალგაზრდა, მეტი არაფერი არ არის კობახიძე. გაბერილი ბუშტი, რომელიც არსებობს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა. ერთი თვალი რომ ჩააპაჭუნოს ბიძინა ივანიშვილმა, მისი ბუნდღა აღარ იქნება, კობახიძე ისე გაუგებრად გაქრება, როგორ გაუგებრადაც გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში. ნებისმიერი სხვაც, ვინ არის ქართულ პოლიტიკაში რეალური ფიგურა? არავინ“! - განაცხადა ხუხაშვილმა.
ინფორმაცია
Guest ჯგუფში მყოფ მომხმარებელს არ შეუძლია კომენტარის დამატება.

ადვოკატი ლევან ნათალიშვილი

ემიგრაცია, ვიზები, კრიმინალი, საოჯახო, გაშორება, პენსიები, თარგმნა.

212 791 7500


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005