BABAJANA
წყარო: ipn.ge, 11 ივნ 2019, ნახვები: 427, კომენტარი: 0
ეკა ბესელია - როგორც არ უნდა ეცადოს მმართველი პარტია, რომ მაიკ პომპეოს ღია გზავნილი სასურველად შეფუთოს, არ გამოვა - ეს 2020 წლისთვის ბოლო გაფრთხილებაა
photo © ipn.ge  
როგორც არ უნდა ეცადოს მმართველი პარტია, რომ ეს ძალიან ღია გზავნილი სათავისოდ და სასურველად შეფუთოს, არ გამოვა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გზავნილებს. მისი თქმით, ეს არის 2020 წლისთვის აშშ-ის მხრიდან საქართველოს მისამართით გაჟღერებული ბოლო გაფრთხილება.
"როგორც არ უნდა ეცადოს მმართველი პარტია, რომ ეს ძალიან ღია გზავნილი სათავისოდ და სასურველად შეფუთოს, არ გამოვა. ამ გზავნილში შინაარსი ძალიან მკაფიოდ იკითხება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ამბობს, რომ კი არ გეჩურჩულება ყურში და ჩუმად კი არ გკარნახობს, რა არის ის, რაც არ მოსწონთ პარტნიორებს, არამედ ეს არის შეშფოთების და წუხილის საგანი. ეს ეხება სასამართლოს, ეს ეხება მართლმსაჯულების თემისადმი კომპრომისულ და სუსტ ნაბიჯებს, ეს ეხება საარჩევნო გარემოს და ეს ეხება ანაკლიის პორტის თემას, სადაც არ შეიძლება იყოს ასეთი სახიფათო მანევრები. ეს გზავნილები არის ძალიან ღია და მკაფიო.
ეს 2020 წლისთვის ნამდვილად არის ბოლო გაფრთხილება. ვისაც ესმის ეს ენა და ელემენტარული წარმოდგენა აქვს პოლიტიკურ დღის წესრიგზე, უნდა ესმოდეს, რომ ის, რასაც პირისპირ გელაპარაკებიან ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ნიშნავს რომ 2020 წლისთვის ასეთი სახიფათო მანევრები არ გასაღდება,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.
ინფორმაცია
Guest ჯგუფში მყოფ მომხმარებელს არ შეუძლია კომენტარის დამატება.

ადვოკატი ლევან ნათალიშვილი

ემიგრაცია, ვიზები, კრიმინალი, საოჯახო, გაშორება, პენსიები, თარგმნა.

212 791 7500


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005