BABAJANA
წყარო: ipn.ge, 11 ივნ 2019, ნახვები: 203, კომენტარი: 0
სანდრა რულოვსი - შევეცდებით, 100 000 ხელმოწერა შევაგროვოთ, რომ პარლამენტი იძულებული გახდეს, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას
photo © ipn.ge  
მთელი ზაფხულის განმავლობაში ვივლით რეგიონებში და შევეცდებით, 100 000 ხელმოწერა შევაგროვოთ, რომ პარლამენტი იძულებული იყოს, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სანდრა რულოვსმა პარლამენტთან განაცხადა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა და მოხალისეებმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. სანდრა რულოვსი პირველი იყო, ვინც პეტიციას ხელი მოაწერა. მისი თქმით, კომისიის შექმნა საზოგადოების მოთხოვნაა.
"დღეს იწყება პეტიცია, გვინდა, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაზე შეიქმნას პარლამენტის საგამოძიებო კომისია. ეს წინადადება უკვე ორჯერ იყო შესული პარლამენტში, მაგრამ ამისთვის არ იყო ხმების საკმარისი რაოდენობა. სამწუხაროდ, ამ პარლამენტის დაკომპლექტება არ არის ზუსტი ანარეკლი იმისა, რა აზრიც არსებობს საზოგადოებაში და ჩვენ ამ პეტიციით გვინდა დადასტურება, რომ ხალხის ძალიან დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს მაჩალიკაშვილის ოჯახს ამ თხოვნაში. ჩვენ მას ამაში დავეხმარებით. ჩვენ რეგიონებში ვივლით მთელი ზაფხულის განმავლობაში, ხალხთან შეხვედრები გვექნება, არამარტო ჩვენი პარტიის მომხრეებთან, არამედ ეს იქნება ზოგადად, მოსახლეობის პეტიცია. შევეცდებით, შევაგროვოთ 100 000 ხელმოწერა და პარლამენტი იძულებული იყოს, ეს გაითვალისწინოს და საგამოძიებო კომისია შეიქმნას. მე მჯერა, რომ ეს კომისია მეტს გააკეთებს, ვიდრე ის, რაც აქამდე გამოძიება იყო და პროკურატურაში ხდებოდა. ყველგან გავესაუბრებით ხალხს, რადგან ხშირად მითქვამს და ვიმეორებ, ქვეყანა დიდ გასაჭირშია და ასე გაგრძელებას დიდხანს ვეღარ გაუძლებს. ხალხს ყველანაირად უნდა გავაგებინოთ ამის შესახებ, რომ ამ მთავრობის დრო მართლაც დასასრულს უახლოვდება", - განაცხადა რულოვსმა.
ინფორმაცია
Guest ჯგუფში მყოფ მომხმარებელს არ შეუძლია კომენტარის დამატება.

ადვოკატი ლევან ნათალიშვილი

ემიგრაცია, ვიზები, კრიმინალი, საოჯახო, გაშორება, პენსიები, თარგმნა.

212 791 7500


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005