BABAJANA
წყარო: rustavi2.ge, 11 ივნ 2019, ნახვები: 1748, კომენტარი: 3
მოლდოვის ახალი მთავრობა მიხეილ სააკაშვილს, შს სამინისტროში რეფორმების გატარების საკითხებში, დახმარებას სთხოვს
photo © rustavi2.ge  
მოლდოვის ახალი მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების გატარების საკითხებში მიხეილ სააკაშვილს დახმარებას სთხოვს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ქვეყნის ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მოლდოვური ტელეარხის სტუდიაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და ოლიგარქების მმართველობაზე ისაუბრა, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრიც იმყოფებოდა.
მაია სანდუმ მიხეილ სააკაშვილს დახმარება პირდაპირ ეთერშიც სთხოვა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დახმარებისთვის მზად ყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ მაია სანდუს დიდი გამოცდილება აქვს და ის ერთ-ერთი რეფორმატორი პოლიტიკოსია.
"დღეს არაერთი ქვეყანა აღტაცებით შეჰყურებს მოლდოვას. ეს არის ისტორიული გარღვევა, არამხოლოდ თქვენი ქვეყნისთვის, არამედ საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ბელორუსისთვის, ყველა ქვეყნისთვის, სადაც ოლიგარქიის პრობლემა არსებობს. მოლდოვამ განაცხადა, რომ ქვეყანა დაპყრობილი აქვს ოლიგარქს და ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ოლიგარქების ხელშია ფული, ბიზნესი, მედიასაშუალებები, სასამართლო სისტემა. ისინი აბუჩად იგდებენ სახელმწიფოებრიობის და თავისუფლების იდეას. ზუსტად იგივე ხდება საქართველოში და ხდებოდა პოროშენკოს დროს უკრაინაშიც. ბევრი ქართველისთვის მოლდოვაში განვითარებული მოვლენები იმედის მომცემია, რადგან აჩვენებს, რომ შესაძლებელია იმაზე ხმამაღლა საუბარი, რომ ქვეყანა ოლიგარქების ტყვეობაშია, რომ შესაძლებელია მათი თავიდან მოშორება. მოლდოვაში პროცესები არ დასრულებულა, მაგრამ გარწმუნებთ, ვინმე პლაჰოტნიუკი ვერ შეძლებს წავიდეს ევროკავშირისა და მთელი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
  • რეგისტრაცია: 17.07.2014
  • სტატუსი:  offline
^
არაფერი არ გამოუვა მიშას. ყველაფერი დამთავრდება ისე როგორც უკრაინაში და შეიძლება უფრო ცუდათაც.
70 წელი სწავლობდა ხალხი ქურდობას და უსაქმურობას და ორ წელში ვერ აღმოფქვნი ამას, საქართველო მაგალითია.
ხალხსა უნდა რომ თვითონ არაფერი გააკეთონ და მიშამ ორ დღში ქვეყანა აუშენოს, ორი დღის შემდეგ ისევ მიშას გაამტყუნებენ, როგორც საქართველოში.
მე ის მიკვირს თვითონ მიშა რატომ ყოფს თავს ამ პეტლში, ჰგონია ვინმე რამეს დაუფასებს? საქართველოში სომეხს ეძახდნენ, მოლდავიაში ქართველს მაინც დაუძახებენ, რა ვიცი, შეიძლება გაგაუზიც დაუძახონ.
ასე რომ ჩემი აზრით პერსპექტივები ძალიან არა საიმედოა. ხო კიდევ, მიშა რათ უნდათ, მოძმე რუმინეთში ვერ იპოვეს ვერავინ?
  • რეგისტრაცია: 17.07.2014
  • სტატუსი:  offline
^
წავიკითხე კომენტარები. უკრაინას სჭირდება მიშა.საქართველოს არა სჭირდებოდა ან არა სჭირდება? უკრაინას ისევე როგორც მალდოვას მიშა სჭირდებათ როგორც იტყვიან ენით. ვითომ სჭირდებათ საქმის გასაკეთებლად, მაგრამ თვითონ კარგად იციან რომ მიშამ თუ დაიწყო საქმის გაკეტება,და ის ვინც ითხოვდა მიშას,იმათი საქმე ცუდათ წავა. ეს ოლიგარქებმაც და მთავრობის ხალხმაც კარგად იციან და ამიტომ არავინ არ მისცემს მიშას საქმის თავისუფლებას. ეს არის მარლა ბლა ბლა, აგერ გვინდა ევროპული ქვეყნის შენებაო, რაც ხდება საქართველოში. ვითომ ევროპულ ქვეყანას ვაშენებთ, სინამდვილეში ქვეყანას ვანგრევთ.
  • რეგისტრაცია: 23.04.2012
  • სტატუსი:  offline
^
Саакашвили не обманул: представлена кристально чистая партия. Все подробности
13.06.2019 Владимир Коваленко
Михаил Саакашвили сдержал свое слово перед народом Украины и представил кристально чистую партию, к представителям которой не возникает вопросов.
Эти люди всю свою жизнь посвятили борьбе с коррупцией и активной деятельности на благо местных общин.
Пожалуй, это одна из самых чистых партий украинского политикума.
Можно констатировать, что Саакашвили умеет держать слово.
Лидер партии «Рух новых сил», бывший губернатор Одесской области и бывший президент Грузии Михеил Саакашвили в Киеве представил первую десятку своего списка кандидатов в ВР.Возглавляет список Михеил Саакашвили, вторым номером идет экс-заместитель генерального прокурора Украины Давид Сакварелидзе, третий номер – народный депутат 7-го созыва Олесь Доний, четвертый — одесская шахматистка Наталья Жукова, пятый — экс-министр экономики Владимир Лановой.
Кроме того, в список попали жена бывшего мера Глухова Мишеля Терещенко Елена Терещенко; депутат Харьковского облсовета Дмитрий Булах; экс-руководитель департамента финансового контроля и мониторинга образа жизни Национального агентства по противодействию коррупции (НАПК) Анна Соломатина; журналист из Одессы, общественный деятель Олег Михайлик; депутат Харьковского горсовета, соучредитель Харьковского антикоррупционного центра Игорь Черняк.
Отметим, что это как раз те новые лица которых так не хватало в парламенте.
Напомним, что Саакашвили буквально за 4 года удалось убить коррупцию в Грузии и уничтожить криминал. У него есть огромный багаж знаний, как именно стоит менять и строить новую страну.
Обязательно поделитесь со своими друзьями. Страна должна знать правду!

https://elise.com.ua/2019/06/13/saakashvili-ne-obmanul-predstavlena-kristalno-c
histaya-partiya-vse-podrobnosti/
ინფორმაცია
Guest ჯგუფში მყოფ მომხმარებელს არ შეუძლია კომენტარის დამატება.

ადვოკატი ლევან ნათალიშვილი

ემიგრაცია, ვიზები, კრიმინალი, საოჯახო, გაშორება, პენსიები, თარგმნა.

212 791 7500


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005