BABAJANA
წყარო: rustavi2.ge, 11 ივნ 2019, ნახვები: 1159, კომენტარი: 0
ნიკა გვარამია - დღეს პომპეომ პირდაპირ ეთერში ცემა ბახტაძე
photo © rustavi2.ge  
„ბიძინა ივანიშვილის არჩევნებით არ წავა. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული,“ - ამის შესახებ განცხადება ნიკა გვარამიამ გადაცემა "არჩევანში" გააკეთა. "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ივანიშვილი შეეცდება, 2020 წლის არჩევნებზე დახარჯოს რაც შეიძლება მეტი იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს.
"მარტივ კალკულაციას გეტყვით. ბიძინა ივანიშვილი რომ საფრანგეთში გადაბარგდეს, ცხოვრობდეს ეს 7 წელი და არჩევნების წაგების შემდეგ იმედია, არავის არ აქვს ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში დარჩება, ციხეში სულ არ მინდა, რომ დარჩეს, მაგრამ ვერ დარჩება, ვერც ვერანაირ პოლიტიკურ ამბიციას ვერ გამოხატავს. ეს უნდა იყოს უპირობო მოთხოვნა არჩევნებში გამარჯვებული გუნდის მიმართ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნიდან უნდა იყოს იზოლირებული და მას არჩევნებთან და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან ხელი არ უნდა მიუწვდებოდეს. როგორც უნდათ, ისე უნდა დაარეგულირონ ეს კანონი. ყველა მინუს ერთ ი- ასე უნდა გავაგრძელოთ ჩვენ პოლიტიკური ცხოვრება. მორჩა. რატომ, 7 წელია, ბიძინა ივანიშვილი ცხოვრობს საქართველოში და ხელისუფლებაში, აი, წარმოვიდგინოთ, რომ ცხოვრობდეს საფრანგეთში ეს 7 წელი. მას მოუწევდა წელიწადში 150 მილიონი ევროს გადახდა გადასახადის სახით. ეს არის, დაახლოებით, 400 მილიონი ლარი. 7 წლის განმავლობაში, ეს რომ დავაჯამოთ, არის, დაახლოებით, 3 მილიარდი ლარი. ახლა თქვენ რას ფიქრობთ, რომ 3 მილიარდი ლარის ეკონომია რომ გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, ის არჩევნებში, თუნდაც 300 მოიკლოს, არ დახარჯავს, რომ შემდეგი წლების განმავლობაში კიდევ 3 მილიარდის ეკონომია გააკეთოს? ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გზით არ წავა,“ - განაცხდაა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არჩევნებში ოპოზიციამ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილი არ გადააბარებს ხელისუფლებას მშვიდი და დემოკრატიული გზით. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს უნდა ეშინოდეს გარე და შიდა ფაქტორების თუ ამას არ გააკეთებს.
"ბიძინა ივანიშვილს უნდა ეშინოდეს, რომ ეს გააკეთოს, ქვეყნის გარეთ მას უნდა ეშინოდეს ამერიკელების და დღეს პომპეომ პირდაპირ ეთერში ცემა ბახტაძე. ისედაც ხომ რა სანახავია და ახლა იყო მთლად მდუღარე გადასხმული ქუჩის ძაღლივით. და რათ მინდა მკითხაობა, რა თქვეს. პირდაპირ კაცი გამოვიდა და თქვა, დემოკრატია არ გაქვთ, გაქვთ ოლიგარქიის ქვეშ სასამართლო და მეორე, პირველად ამერიკელებმა გვითხრეს, რომ თქვენ საგარეო ორიენტაცია არ გაქვთ სწორი. ანაკლიის პორტს თუ არ ააშენებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩინეთი და რუსეთი გინდათ და ხომ ვიცით, რომ არ ვაშენებთ,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ოპოზიცია და „რუსთავი 2“ არ დაუშვებს არჩევნების გაყალბებას. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს უნდა ეშინოდეს.
"მას უნდა ეშინოდეს ქვეყნის შიგნით. მათ შორის ჩემიც. კბილებს ჩაგიმტვრევთ. არჩევნების დღეს და მეორე დღეს კი არა შენ, რომ 9-ის 5 წუთზე გამოაცხადებ და, რა თქმა უნდა, აუცილებლად გამოაცხადებ და, რა თქმა უნდა, "რუსთავი 2" იქ იქნება, სადაც ახლა არის და იმას იზავს და ათჯერ მეტს, რასაც ახლა აკეთებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. არა, მანამდე იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ყველა არჩევნები გაყალბდა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. გაყალბდა მოსყიდვით, გაყალბდა დაშინებით. გაყალბდა თამარ ჟვანიას მთავარ მთვლელად გამოცხადებით,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ინფორმაცია
Guest ჯგუფში მყოფ მომხმარებელს არ შეუძლია კომენტარის დამატება.

ადვოკატი ლევან ნათალიშვილი

ემიგრაცია, ვიზები, კრიმინალი, საოჯახო, გაშორება, პენსიები, თარგმნა.

212 791 7500


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005