BABAJANA
წყარო: rustavi2.ge, 11 ივნ 2019, ნახვები: 583, კომენტარი: 2
თინა ბოკუჩავა - „ქართული ოცნება“ არის რუსული ოცნება, თქვენი სატელიტი პარტია კი კრემლის ფილიალი
photo © rustavi2.ge  
მწვავე დებატები პარლამენტში - საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარსულის გახსენების დღე იყო. დეპუტატებმა ერთმანეთს ბოლო 7 წელიც შეახსენეს, იმის წინა 9 წელიც და საბოლოოდ საბჭოთა პერიოდიც. ურთიერთბრალდებები კი დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებზე მსჯელობას მოყვა. "პატრიოტთა ალიანსმა" საკითხის გამწვავებაში "ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი "პატრიოტთა ალიანსს" და "ქართულ ოცნებას" რუსული პროექტი უწოდა.
„მას შემდეგ რაც "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში საქართველოში, ჩვენი სპეცსამსახურები ივსება რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებით. „ქართული ოცნება“ არის რუსული ოცნება და სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი არის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური პროექტი, რომ ჩამოშალოს ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტები. ამიტომ არიან ასევე გააქტიურებული, როგორც ჩანს ქართული ოცნების სატელიტები, პირდაპირ კრემლის ფილიალი, რომელიც ასევე გვესაუბრება გარეჯის პრობლემაზე იმიტომ, რომ აქვთ ღია მცდელობა, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან დაიძაბოს ურთიერთობა და გაუთანაბრდეს იმას, რაც არის რუსეთის მხრიდან, ოკუპანტის მხრიდან, ეს არის ზუსტად ვლადიმერ პუტინის ნარატივი, რომლესაც ახორციელებთ თქვენ და უფრო თავზეხელაღებულად და ღიად ასევე თქვენი სატელიტი პარტია, რომელიც ახლა საუბარში მიშლის ხელს,"-განაცხადა თინა ბოკუჩავამ. დღეს თინა ბოკუჩავამ "ქართულ ოცნებას" აშშ-ში მომზადებული სკანდალურ კვლევაც შეახსენა, სადაც წერია, რომ რუსული სპეცსამსახურების მუშაობისთვის საქართველოში ნაყოფიერი ნიადაგია შექმნილი. თინა ბოკუჩავას განცხადებით, ამ ყველაფრის ფონზე "ქართული ოცნების" მხრიდან „9 წელზე“ საუბარი, როგორც მინიმუმ უხერხულია.
„ქალბატონო თამარ მინდა გითხრათ, რომ თანაავტორი ამ კვლევის არის ვლადიმერ კარამურზა, რომელიც პუტინმა ორჯერ სასიკვდილოდ მოწამლა. მაგალითად ბატონი ვოლსკი, რომელიც იყო ცეკას ინსტრუქტორი მათშორის 9 აპრილის შემდეგ. ან ბატონი კოპალიანი. რა პრობლემაა იმასთან დაკავშირებით რომ ფაქტების კონსტანტაციას ვახდენთ ხოლო თქვენ არ გაქვთ იმდენი თმენის ვალდებულებაც კი რომ ამ ფაქტებს მისცეთ ნორმალური რეაგირება და არ მოახდინოთ ძალადობის ინსპირირება პირდაპირ პლენარულ დარბაზში,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ. თამარ ჩუგოშვილმა კი "ნაციონალური მოძრაობა" სიძულვილის ენით საუბარში დაადანაშაულა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თინა ბოკუჩავას მოუწოდა მისი ციტატები არ დაამახინჯოს.
"ქალბატონ თინა ბოკუჩავას მინდა ვუთხრა რომ სხვა დროს როდესაც გადაწყვეტს, რომ ჩემი ციტირება გააკეთოს , ეს სწორად გააკეთოს და თავის სიტყვებს მე ნუ მომაწერს. იმიტომ რომ გვარები რომელიც მას მხოლოდ სმენია,. მე მათ ვიცნობ და შესაბამისად მათი მითითებები არ მჭირდება ამ ადამიანებთან კომუნიკაციაში, ისედაც მშვენივრად გამომდის,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
  • რეგისტრაცია: 27.11.2017
  • სტატუსი:  offline
^
როგორც იქნა გაიგეს საქართველოში, რომ "ქართული ოცნება" რუსულია.
ამაზე უკვე ღიად და აშკარად ლაპარაკობენ ყველგან და პარლამენტშიც.
ხალხმა იცის, რომ პარლამენტი, მთავრობა, პრეზიდენტი და ოცნების პარტია ტყუიან, როდესაც ამბობენ, რომ ევროპისკენ მიგვყავს ქვეყანაო.
ესე იგი, ხალხმა იცის, რომ ესენი სახელმწიფოს აუქმებენ და რუსეთს უმორჩილებენ და, ამავე დროს , ხალხი ქუჩაში არ გამოდის და პროტესტს არ აცხადებს.

ასეთ პირობებში საჭიროა ჩატარდეს რეფერენდუმი და ხალხმა გააკეთოს არჩევანი: ან რუსეთში შესვლა ან დამოუკიდებლობა და დემოკრატიის მშენებლობა.
რუსეთის ქვეშევრდომობა ხალხისთვის ჩვეული და ცნობილი ამბავია. დემოკრატიის მშენებლობა კი ახალი და უცხო.
თუ ხალხი აირჩევს რუსეთს, მაშინ ქოცთა ბელადებს აღარ დაჭირდებათ ტყუილების ლაპარაკი და ღიად დაუქვემდებარებენ საქართველოს რუსეთს და ხალხიც დაწყნარდება.
თუკი ხალხი აირჩევს დამოუკიდებლობას, მაშინ ოცნების პარტია უნდა აიკრძალოს, სახელმწიფო მოღალატეები უნდა დაისაჯონ და ჩატარდეს ლუსტრაცია - კგბ-შნიკებს, საბჭოთა ნომენკლატურას და რუსეთის აგენტურას უნდა აეკრძალოთ სახელმწიფო თანამდებობების დაკავება.
ამ შემთხვევაში ქვეყანა რეალურად წავა დასავლეთისკენ და არა ფიქტიურად, როგორც ეს ხდება ეხლა.
ის, რაც ხდება ეხლა, არის ულამაზო და უკადრისი ქართველი ერისთვის.
როდემდე უნდა იცხოვროს ხალხმა ასეთ თვალთმაქცობაში და სიცრუეში?
უკვე დასავლეთშიც იციან, რომ ამ მთავრობამ საქართველო რუსეთის აგენტებით გაავსო.
საკითხავია, ვიღასთვის ლაპარაკობს ტყუილებს ეს მთავრობა? აღარავის არ სჯერა მათი. მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთია ინსტრუქცია რუსეთიდან.

ადრე თუ გვიან ქართველ ხალხს მოუწევს არჩევანის გაკეთება.
ოღონდ, მანამდე, ხალხმა ეს მთავრობა უნდა გაოიყვანოს სააშკარაოზე და არჩევანის გაკეთებაც ადვილი იქნება.
ხომ ნათქვამია: ეშმაკი ძლიერია მაშინ, როდესაც მოქმედებს შენიღბულად. თუკი სააშკარაოზე გაოიყვან, გახდება სასაცილო და საცოდავი.
  • რეგისტრაცია: 27.11.2017
  • სტატუსი:  offline
^
Iradle Panchosson, მწარე სიმართლეს ლაპარაკობთ.
ინფორმაცია
Guest ჯგუფში მყოფ მომხმარებელს არ შეუძლია კომენტარის დამატება.

ადვოკატი ლევან ნათალიშვილი

ემიგრაცია, ვიზები, კრიმინალი, საოჯახო, გაშორება, პენსიები, თარგმნა.

212 791 7500


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005