BABAJANA
წყარო: ipn.ge, 11 ივნ 2019, ნახვები: 596, კომენტარი: 0
გიორგი კანდელაკი - ვის სურს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან ფოკუსის გადატანა სხვაგან? ვის სურს წარმოჩენა იმის, რომ აზერბაიჯანიც „ოკუპანტია“
photo © ipn.ge  
„თუ კიდევ იყო დარჩენილი რამე კითხვა იმის შესახებ თუ ვინ დგას დავით გარეჯის ირგვლივ ბოლო ესკალაციის მიღმა, ვის სურს საქართველოს გაუფუჭდეს ურთიერთობები აზერბაიჯანთან, ვის სურს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან ფოკუსის გადატანა სხვაგან, ვის სურს წარმოჩენა იმის, რომ აზერბაიჯანიც „ოკუპანტია“, ვის სურს ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა, ვის სურს რუსეთის ინტერესების ასე დესტრუქციულად გატარება საქართველოში?! ყველა ამ კითხვას გაეცა პასუხი-„ქართულ ოცნებას“! იცით რატომ?! ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აწარმოებს კამპანიას ამ საკითხის ირგვლივ სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის მიზნით, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევენებზე გამოდიოდა „ქართულ ოცნებასთან“ საერთო ფრონტით, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ღიად აჟღერებს კრემლის მესიჯებს საქართველოში, რომელიც ღიად გამოდის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ, რომელიც ღიად გამოდის სხვადასხვა საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ერთიანი ფრონტით. ამ პოლიტიკურ ძალასთან ბატონებო, თქვენ ხართ ერთ სულ და ერთ ხორც. „ქართული ოცნება“ და ეს პოლიტიკური ძალა არის ერთი და იგივე. ჩემი კოლეგები ქანთარია და ქაცარავა სხვადასხვა კონფერენციაზე გამოდიან და ლამაზ-ლამაზ სიტყვებს ამბობენ, როგორც სურს საქარათველოს ნატო-ში გაწევრიანება. ქალბატონო სოფო, თქვენც ინაწილებთ პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური ძალა და თქვენ მაგალითად საპრეზიდენტო არჩევნებზე ბევრ მნიშნელოვან საკითხზე გამოდიოდით ერთად, გამოდიოდით ერთიანი ფრონტით. ახლა დავით გარეჯში პრობლემა დგას საბჭოთა კავშირის გამო, იქ საზღვარი გაავლეს კომუნისტური პარტიის წევრებმა და არა აზერბაიჯანელებმა“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. მან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც მიმართა და კომუნისტური წარსული შეახსენა და აღნიშნა, რომ თუ უმრავლესობა საუბარს წარსულზე არ მიატოვებს, თავად ოპოზიციაც შეახსენებთ ცალკეულ დეპუტატებს კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობის წლებს.
"ასე, რომ თუ წარსულზე ისაუბრებთ, ჩვენც შეგახსენებთ და ყოველთვის თქვენ წარსულს, რომელშიც ემსახურებოდით საბჭოთა ოკუპანტებს, რომლებმაც გაავლეს ეს საზღვარი რომლის შედეგადაც გვაქვს დღეს ეს პრობლემა და რომლის აქტუალიზაციასაც ცდილობს თქვენი პარტნიორი, რომელიც თავის დროზე ლექსებს უძღვნიდა კომუნისტურ პარტიას“, - დასძინა კანდელაკმა.
ინფორმაცია
Guest ჯგუფში მყოფ მომხმარებელს არ შეუძლია კომენტარის დამატება.

ადვოკატი ლევან ნათალიშვილი

ემიგრაცია, ვიზები, კრიმინალი, საოჯახო, გაშორება, პენსიები, თარგმნა.

212 791 7500


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005