BABAJANA
წყარო: rustavi2.ge, 15 მაისს 2019, ნახვები: 690, კომენტარი: 1
"შარვალს როდესაც მხდიდნენ, ბოთლს მადებდნენ" - არასრულწლოვანი პოლიციელებს გაუპატიურების მცდელობასა და ცემაში ადანაშაულებს
photo © rustavi2.ge  
არასრულწლოვანი თემურ ასლამაზიშვილი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ოქტომბერში მომხდარ ინციდენტს, როდესაც თემურ ასლამაზიშვილი ქურდობისთვის დააკავეს. ის და მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ აღიარებისთვის სამართალდამცველებმა არასრულწლოვანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ. ასლამაზიშვილმა ფაქტი ჟურნალისტებთან დეტალურად გაიხსენა და პოლიციის თანამშრომლების გვარებიც დაასახელა, ვინც მისი თქმით, მასზე იძალადა და გაუპატიურებით დაემუქრა. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურას გამოცემული აქვს დაზარალებულად ცნობის დადგენილება, სადაც წერია, რომ არასრულწლოვანს დაემუქრნენ, რომ დასვამდნენ ბოთლზე, გააუპატიურებდნენ, გადაიღებდნენ ვიდეოზე და გაავრცელებდნენ. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მოზარდს შეეშინდა და აღიარა ჩადენილი დანაშაული, აღიარების მიუხედავად, პოლიციელები მის ცემას განაგრძობდნენ და მოითხოვდნენ მისგან, ეთქვა, სად ინახავდა დანარჩენ ოქროს ნივთებს. დადგენილებაში წერია, რომ დარტყმის შედეგად ის სკამიდან გადავარდა, დაეცა იატაკზე და ხელი მოიტეხა.
დაზარალებულად ცნობის დადგენილების მიუხედავად, პირები, რომელზეც არასრულწლოვანი საუბრობს, არათუ პასუხისგებაში არ არიან მიცემული, არამედ ისინი დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას ისევ აგრძელებენ.
"გამიყვანეს პოლიციაში. შემიყვანეს უკნიდან, როდესაც შემიყვანეს, იქ დამხვდა თორნიკე ონიანი, რომელიც არის, მგონი, პოლიციის უფროსი. ის დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში მცემდა. როდესაც ვერაფერი მათქმევინა, თან ეჩქარებოდა, უთხრა ბიჭებს, მიხედეთ და თქვენ ათქმევინეთ, რაც მე ვერ ვათქმევინეო. შემდეგ როდესაც წავიდა, იქ დარჩა 7 კაცი. მათ გააგრძელეს შეურაცხყოფები, ფურთხვა, გინება და მუქარა, რომ თუ არ იტყვი ვინ იყო შენთან ერთად და ის დანარჩენი ოქრო სად იმალება, ბოთლზე დაგსვამთ. როდესაც ეს მითხრეს, ერთ-ერთი ადამიანი მეორე ოთახში გავიდა და გამოიტანა ბოთლი. ვანო ქევხიშვილი და ერთ-ერთი პირი, რომელიც იყო პოლიციელი, მოვიდნენ და მეჯიკავებოდნენ, რომ სკამიდან ავეყენებინე.
შარვალს როდესაც მხდიდნენ, ამ ბოთლს მადებდნენ, თან, ვიდეოსაც იღებდნენ მაგ დროს. როდესაც წინააღმდეგობა გავუწიე, დამაგდეს, მცემეს, ვყვიროდი, ხელი მომტყდა, არავი სჯეროდა და უფრო მირტყამდნენ, გვატყუებსო. როდესაც მაიკა გამხადეს, როდესაც მოტეხილი ხელი დაინახეს, შეეშინდათ და გაიქცნენ. ერთ-ერთი დარჩა, აკაკი უგრეხელიძე, რომელმაც წამიყვანა და გზაში მაგინებდა, მირტყამდა მოტეხილ ხელში. როდესაც შევიდა საავადმყოფოში, მშობლების გარეშე არ მივიღებთო და ეს გამწარებული რომ ჩაჯდა მანქანაში, აი რა დამმართეო, შენ გამო უნდა ვირბინოთ და ფული უნდა გადავყაროთო, მეუბნებოდა. რაც ახლა იმათ გითხრეს და ვერ გააკეთეს, ახლა მე რომ მიგიყვანო, გაგაუპატიურებთ და ვიდეოსაც გადავიღებთო. რაღაც წამალი იყო, მაგას დავლევთო, ისე შენთან ვერ მოვალო,“ - განაცხადა ასლამაზიშვილმა.
ადვოკატებმა 18 საათზე ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან საპროტესტო აქციის გამართვა დაანონსეს, რათა ძალადობის ფაქტი გააპროტესტონ. ზაზა ხატიაშვილის თქმით, შს მინისტრისა და გენერალური პროკურორის გადადგომას და იმ პირების დასჯას მოითხოვენ, ვინც არასრულწლოვანზე იძალადა.

  • რეგისტრაცია: 17.07.2014
  • სტატუსი:  offline
^
ნაცები იქნებოდნენ.
გული მეტკინა ძალიან.
სად არის ნახევარქათამა ბიძინა და მისი მომხრეები?
პეხ, სადა ხარ? რატომ ხმას არ იღებ შე ქვეშაჯვიავ, რაო ოსებზე არ არის თემა?
პოლიცია ისევ თავიდან არის ასაწყობი, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, პოლიცია მაინც იძალადაებს, ადამიანი ასეა აწყობილი, როცა ძალაუფლება გაქვს ძალადობას იწყებ.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005