BABAJANA
წყარო: ipn.ge, 15 მაისს 2019, ნახვები: 872, კომენტარი: 0
დავით ბერძენიშვილი - ზუგდიდში ივანიშვილისთვის არჩევნების სანდრა რულოვსთან წაგება ნგრევის ინდიკატორი იქნება
photo © ipn.ge  
„ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილისთვის არჩევნების სანდრა რულოვსთან წაგება პრინციპულად არის მომავალი ნგრევის ინდიკატორი“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი შეფასებით, ხელისუფლებას ზუგდიდში არჩევნების მოსაგებად სახელისუფლებო რესურსის გამოყენება არ ეყოფა. მისივე განცხადებით, ზუგდიდში მანანა არჩვაძის გაგზავნა ივანიშვილის მიერ დაშვებული კიდევ ერთი შეცდომაა.
"ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილისთვის არჩევნების სანდრა რულოვსთან წაგება პრინციპულად არის მომავალი ნგრევის ინდიკატორი. სრულიად მკაფიოა, რომ ხელისუფლებას სახელისუფლებო რესურსის გამოყენება არ ეყოფა. ამიტომაც არის მანანა არჩვაძე ზუგდიდში გაგზავნილი. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს და მის მრჩევლებს მორიგი შეცდომა მოუვიდათ და კმაყოფილი ვარ ამით. მანანა არჩვაძე არის ნეგატივი და არა პოზიტივი ზვიადისტების დიდი ნაწილისთვისაც კი. ამიტომ მისი გამოჩენა ზუგდიდში არ არის სანდრასთვის საშიში, იქნებ პირიქითაც კი არის,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. მისი შეფასებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლების დასასრული დაიწყო. როგორც ბერძენიშვილმა განაცხადა, დასრულდა ის პერიოდი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისადმი“ წინააღმდეგობის გამო, ყველა „ქართულ ოცნებას“ აძლევდა ხმას.
"არსებითია ის, რომ 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყო ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი, როგორც პირველ, ისე მეორე ტურში. მეორე ეტაპი არის შუალედური არჩევნები. სრულიად მკაფიოდ ჩანს, რომ ყველა ოლქში ოპოზიციონერები არიან კონკურენტუნარიანები. ზესტაფონში დომინანტია გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე, ჭიათურაში ბევრი ოპოზიციური პარტია უჭერს მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დათო ჭუმბურიძეს, ასევე, ორი კონკურენტუნარიანი ოპოზიციონერი კანდიდატია მარნეულში. მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ურთიერთთანამშრომლობის პროცესი. დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისადმი“ წინააღმდეგობის გამო, ყველა „ქართულ ოცნებას“ აძლევდა ხმას. ასე აღარ არის,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005