BABAJANA
წყარო: rustavi2.ge, 15 მაისს 2019, ნახვები: 2253, კომენტარი: 6
მანანა არჩვაძე სანდრა რულოვსის წინააღმდეგ - "ოცნებამ" პოლიტიკურ არენაზე პირველი პრეზიდენტის მეუღლე გამოიყვანა
photo © rustavi2.ge  
ხელისუფლებამ სანდრა რულოვსის წინააღმდეგ, პოლიტიკურ არენაზე მანანა არჩვაძე-გამსახურდია გამოიყვანა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლე ამ წუთებში, ზუგდიდის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას მომხრეებს ხვდება და მოუწოდებს ხმა არ მისცენ ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ. შეხვედრაზე არ იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა აქციის მონაწილეების იქ ქართული ოცნების დროშებით და საარჩევნო ატრიბუტიკით მივიდნენ.
"ეს ქალი ნამდვილად იმსახურებს საქართველოდან გაძევებას. ზვიად გამსახურდია, რომელმაც სიცოცხლე შესწირა, ყველაფერი გაიღო საქართველოსთვის... საქართველოში ჩამოვიდა, პირველი მისი ნაბიჯები იყო სამეგრელოში ვინაიდან იცოდა რა მოელოდა სამეგრელოს და არაფრით არ დაუშვებდა. მტერმა ყველა ღონე იხმარა, მოღალატეებმა, მე მოღალატეებს მერე ჩამოგითვლით, ახლა არ შევეხები მათ და მათ კატეგორიულად უნდა მივმართო და გავაფრთხილო, რომ დღეიდან დატოვონ სამეგრელოს ტერიტორია. გაძევებულ იქნენ ესენი,“-განაცხადა მანანა არჩვაძემ.
  • რეგისტრაცია: 17.07.2014
  • სტატუსი:  offline
^
ნაფტალინიდან გამოიღეს, ფული რას არ იზავს.
  • რეგისტრაცია: 13.11.2013
  • სტატუსი:  offline
^
ეს ქალი ზვიადს საფლავიდან თხრიდა, ახლაც საფლავში არ ასვენებს.
ხაინდრავაზე და სალომეაზე არ ამოუღია ხმა და სანდრა რულოვსზე ზუგდიდში ჩასვლაც არ დაეზარა.
მართლა ფულის გამო? თუ უბრალოდ მარაზმის მსხვერპლია?
  • რეგისტრაცია: 27.11.2017
  • სტატუსი:  offline
^
აი, რას წერს ცოტნე გამსახურდია თავის დედაზე.

“ზვიად გამსახურდიას ოჯახი აღარ არსებობს. განსაკუთრებული როლი ამაში სწორედ ჩემს ბიოლოგიურ დედას, მანანა არჩვაძეს ეკუთვნის.
მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ მან ყველაფერი გააკეთა საკუთარი შეუგნებლობით, უგნურებით, პატივმოყვარეობითა და სიჯიუტით ჩვენი ოჯახის გასანადგურებლად. 2008-ში მას დახმარება ვთხოვე და საპასუხოდ ჩემი შვილების წყევლა-კრულვა მივიღე... პირადად მე ავუკრძალე მას ჩემი სახელის ხსენება.
დაახლოებით 10 წლის ასაკიდან სიცრუის, ბოროტების, სისასტიკის და სიძულვილის გარდა თითქმის არაფერი მინახავს მისგან...“
  • რეგისტრაცია: 27.11.2017
  • სტატუსი:  offline
^
ზვიად გამსახურდიას საკითხის წინ წამოწევას არავითარი კავშირი არა აქვს სანდრა რულოვსთან.
ის ხულიგნებიც გამსახურდიას თანამოაზრეები არ არიან.

ეს არის ხერხი, რომელსაც რუსეთში ეწოდება "Запустить дурочку".
უცებ დაიწყებენ დიდ ხმაურს რაღაც უაზრობაზე, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს იმ ამბავთან რაც ამ დროს ხდება. მთავარია ემოციები, ხმაური, არეულობა, გაწევ-გამოწევა და უაზრო ლაპარაკი, ყვირილი.... ამ ქაოსში ვერავინ ვერაფერს იგებს, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ცუდი ხალხია და უარი უნდა უთხრათ არჩევნებში.

ასეთი ხერხი გამოიყენეს 2012 წლის არჩევნების წინ, როდესაც პატარა ბავშვი მოკლეს და ხმაური ატეხეს - უარყოფითი ემოციები აფრქვიეს ნაციონალური მოძრაობის მიმართ. თუმცა ბავშვის სიკვდილს არავითარი კავშირი არ ქონდა ნაციონალურ მოძრაობასთან. დრო რომ გავიდა, ხალხი გაერკვა ამაში, მაგრამ ქოცებმა თავისი საქმე უკვე გააკეთეს.

ეს არის პრიმიტული, მაგრამ ეფექტური ხერხი , რადგან გამიზნულია გარკვეული კატეგორიის ხალხზე ემოციური ზემოქმედებისათვის.
ეს არის სპეცსამსახურების ხელწერა.
ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნების საქმეში ჩაერთო კგბ-ს სერიოზული რეზერვები.
ზვიად გამსახურდიას საკითხის შემოტანა, მისი მეორე ცოლის ამოქექვა და ტრიბუნაზე გამოყვანა, რომელიც აყვირდა ორგანოებით ვაჭრობაზე, ეს ყველაფერი არის სპეცსამსახურების მოფიქრებული და მათი სცენარით ხორციელდება.

ხალხი საქართველოში ჯერაც ვერ ხვდება თუ რა მონსტრი გამოუშვეს 2012 წელს.
  • რეგისტრაცია: 17.07.2014
  • სტატუსი:  offline
^
როგორი დედაც არ გინდა იყოს, არ შეიძლება საკუთარ დედაზე ასე ლაპარაკი, საერთოდ არაფერი რომ არ ეთქვა ისა სჯობდა. ამ ცოტნეზე აზრი წამიხდა.
რა თქმა უნდა არც დედამ უნდა დაწყევლოს შვილი.
  • რეგისტრაცია: 18.02.2010
  • სტატუსი:  offline
^
Manana rom ver ari tavis jkuaze eg asiania .
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005