BABAJANA
წყარო: ipn.ge, 14 მაისს 2019, ნახვები: 592, კომენტარი: 0
ირაკლი ჩიქოვანი - „ქართული ოცნება“ არჩევნებს იგებს, ხოლო „ნაცმოძრაობა“ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს
photo © ipn.ge  
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი საოლქო საარჩევნო კომისიის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი განმარტებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს. მისივე თქმით, არც ერთი ნორმატიული აქტი არ დარღვეულა.
"საზოგადოება ნათლად ხედავს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მცდელობაა, მოახდინონ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია, ძალიან კონკრეტული განმარტებები გააკეთა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომ არც ერთ ნორმატიული აქტის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და საოლქო კომისია მოქმედებდა რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებით. თუმცა, იმისთვის, რომ არ იყოს რაიმე სახის შეკითხვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ხელახლა დაამზადებენ ბეჭდებს და ხელახლა გადაუგზავნიან უბნებს. მე ვთვლი, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი პრობლემა, ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს იგებს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს ცდილობს ამ დღეებში, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოახდინოს”, - განაცხადა ჩიქოვანმა. ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი მოუწოდებს ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ „უსაფუძვლო აჟიოტაჟს“.
"მოვუწოდებთ ყველას, ძალიან მშვიდად შეხვდნენ ამ პროცესებს. ის აჟიოტაჟი, რომელსაც ტეხავს „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ და ისევ განპირობებულია იმით, რომ გვაქვს უშინაარსო და უშედეგო კამპანია მათი მხრიდან, შესაბამისად, ისინი მხოლოდ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციით არიან დაკავებულნი. ჩვენს შტაბს ჰყავს იდენტიფიცირებული მხარდამჭერები, ნათლად ვხედავთ, რომ ამ არჩევნებს დამაჯერებლად ვიგებთ და 19 მაისს ვიზეიმებთ გეგა შენგელიას გამარჯვებას. გავაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც აქტიურ ფაზაშია. სულ უფრო მეტი ადამიანი გვიერთდება და მხარს უჭერს გეგას, ასე რომ, აქ საუბარი იმაზე, რომ რაიმე ფორმით შეიძლება, საქმე გვქონდეს რაიმე დაბრკოლებასთან, უსაფუძვლოა”, - განაცხადა ჩიქოვანმა. მანვე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „დესტრუქციისკენ მიმართული პოლიტიკური ძალაა“, აქედან გამომდინარე, მიუხედავად მათი მონდომებისა, ზუგდიდში მათ მიერ ჩაყვანილი ადამიანები ვერ შეძლებენ ამ ქალაქში არეულობის შეტანას.
აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005