BABAJANA
წყარო: ipn.ge, 14 მაისს 2019, ნახვები: 728, კომენტარი: 2
გრიგოლ ვაშაძე - მოსახლეობას დღეს აქვს უიმედობა, ცარიელი მაცივარი და ჯიბეში ცარიელი საფულე - აღარ უნდათ გაუთავებელი საუბარი რეფორმებზე და რაღაც ბოდვა
photo © ipn.ge  
ისევე გრძელდება ადგილობრივი არჩევნები, როგორიც საპრეზიდენტო იყო - იმავე თავდასხმებით, კრიმინალით, უხეში დარღვევებით საარჩევნო პროცესში და გაყალბებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ლიდერების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დიპლომატიურ კორპუსთან ოპოზიციას საუბარი იმაზე ჰქონდა, რომ ხელისუფლებამ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოსა და „ოდირის“ არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.
"დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ფაქტებით ვაჩვენეთ, რომ ეს ე.წ. ხელისუფლება ეუთოს, ოდირის 17 მთავარი და მნიშვნელოვანი რეკომენდაციიდან არც ერთი რეკომენდაციის გათვალისწინებას არ აპირებს და ისევე გრძელდება ეს ადგილობრივი არჩევნები, როგორიც იყო საპრეზიდენტო არჩევნები - იმავე თავდასხმებით, იმავე კრიმინალით, იმავე უხეში დარღვევებით საარჩევნო პროცესში და იმავე გაყალბებით. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ახალი არაფერი მოუსმენიათ, რადგან პროფესიონალები არიან, დიდი ხანია, საქართველოში არიან. სხვათა შორის ის, რომ ეუთოს დასკვნა და ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოების წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები ასეთი მკაცრი იყო, მათ შორის იმიტომ მოხდა, რომ ადგილობრივი საელჩოებიდან ძალიან სწორი, ობიექტური, დაბალანსებული და ფაქტებით სავსე ინფორმაცია მიდის. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ან უნდა შევწყვიტოთ ასეთი არჩევნების ჩატარება, ან ვერც შიდა და ვერც გარე პოლიტიკურ მიზნებს ვერ მივაღწევთ ვერასდროს", -აღნიშნა ვაშაძემ. მისივე თქმით, ზუგდიდში განვითარებული მოვლენები, კონკრეტულად არჩევნებამდე 5 დღით ადრე სიების საუბნო კომისიისთვის გადაცემა იმას მოწმობს, რომ ხელისუფლების დრო იწურება.
"ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ამ ხელისუფლების საათზე უკვე 12-ს უკლია ერთი წუთი და ეს თვითონაც იციან. ამომრჩეველი ხედავს, რომ ოპოზიციას პროგრამა აქვს და საქმეზე ლაპარაკობს, ესენი კიდევ ჩარჩენილები არიან 2013 წლის იანვარში და კიდევ იმავე მესიჯებითა და ტერმინოლოგიით ლაპარაკობენ წარსულზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეს უკვე აბსოლუტურად აღარ აინტერესებს. საქართველოს მოქალაქეს დღეს აქვს უიმედობა, ცარიელი მაცივარი და ჯიბეში ცარიელი საფულე. აღარ უნდათ მათ ეს გაუთავებელო საუბარი რეფორმების მესამე და მეოთხე ტალღაზე, რაღაც ბოდვა, როდესაც ცხოვრების დონე ყოველდღიურად უარესდება და დემოკრატიის დონე მიდის იქით, სადაც არავის გვინდა, აღმოვჩნდეთ - რუსეთის ფედერაციის მსგავსად. ახალი რა ხდება? „რუსთავი 2“-ისა და სხვა ტელევიზიების არქივები გატენილია იმ ქალბატონების სახეებით, რომლებიც საარჩევნო სიებით დარბოდნენ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს და იდგნენ საარჩევნო უბნების წინ. გაერთიანებული ოპოზიცია უჭერს მხარს „ოდირის“ დასკვნებს და თუ ხელისუფლება ოდესმე მოეგება გონს და ჩვენსკენ გადმოდგამს ნაბიჯს, მზად ვართ, საპასუხო ნაბიჯები გადავდგათ, ეს ყველას ინტერესშია", - განაცხადა ვაშაძემ. მანვე ისაუბრა ზუგდიდში მომხდარ იმ ინციდენტზე, რომლის დროსაც ზუგდიდის მერობის კანდიდატსა და მასთან მყოფ პირებს თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა.
"მგონი, მხოლოდ ერთი პირია დაკავებული, მაშინ, როდესაც 6 თუ 7 "ბანდერლოგი" იყო ხიდან ჩამოსული. 2013 წლიდან ასეა, გამოუშვებენ 100-ლარიანი ჯარიმით, ვინ დასჯის ადამიანს, რომელიც ხელისუფლების დაკვეთით მოქმედებდა", - განაცხადა ვაშაძემ.
  • რეგისტრაცია: 27.11.2017
  • სტატუსი:  offline
^
გრიგოლ ვაშაძე: "ისევე გრძელდება ადგილობრივი არჩევნები, როგორიც საპრეზიდენტო იყო - იმავე თავდასხმებით, კრიმინალით და გაყალბებით..."

ისევ იმ მეთოდს იყენებენ, რადგან ამართლებს.
ამ ხალხის მოსყიდვა და დაშინება ადვილია.
ამომრჩევლების ერთი ნაწილი არის პასიური და მორჩილი. მეორე ნაწილი სულს ყიდის იაფად. აქტიური და პატიოსანი ხალხი ცოტაა. ამიტომ ქურდები და ბანდიტები ძალადობენ. თანაც მათ მხარს უჭერს მთავრობა, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთი. დიდი ფული და კრიმინალურ-ადმინისტრაციული რესურსი მცირერიცხოვანი პატიოსანი ხალხის წინააღმდეგ.
რა შედეგს უნდა ველოდეთ?

ამ უბედურმა ქოცებმა არც იციან თუ რა უდიდესი ბოროტება ჩაიდინეს 2012 წელს - ვერ ხვდებიან, რომ ბატონყმური წყობა დააბრუნეს.
აქედან თავის დაღწევა მოუწევთ მომავალ თაობებს.
თუ უახლოეს დროში არ მოხდა ცვლილება, საქართველო ჩამორჩება საბოლოოდ.
  • რეგისტრაცია: 17.07.2014
  • სტატუსი:  offline
^
მარიამ, როცა ლაპარაკობთ ცოტა ხომ უნდა დაფიქრდეთ,თუ 5 კილო ხახვის მოლოდინში ხართ?
ნაცებმა ჯიბეები ამოივსეს- შეიძლება, მაგრამ ვის დაუმტკიცეს?
ნაცები მანამდე მოვიდოდნენ მაცივარი საეთოდ გამორთული გქონდათ ( რა უნდა შეგენახათ შიგ და დენიც არა იყო) დაგავიწყდათ?
ნაცები რომ მოვიდნენ რამდენი იყო პენსია? დაგავიწყდათ?
ნუ ედარებით მაგის მეუღლეს, თქვენ როცა ჭრიჭინასავით დახტოდი და მამიკოს მოტანილს მიირთმევდით, ეს ქალი ფეხებს იმტვრვდა შრომით.
ეხ, მარიამ მარიამ რა მოკლე მეხსიერება გქონიათ.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005