BABAJANA
წყარო: ipn.ge, 14 მაისს 2019, ნახვები: 532, კომენტარი: 0
თამარ ჩუგოშვილი - ოპონენტების მიერ ზუგდიდში 5 ათასზე მეტი ადამიანის მობილიზება იმედია არ ემსახურება იმას, რომ ადგილზე ესკალაცია მოხდეს
photo © ipn.ge  
ჩვენი ოპონენტების მიერ 5 ათასზე მეტი ადამიანი არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ზუგდიდში ჩაყვანილი და ასეთი დიდი რაოდენობით ადამიანების მობილიზება იმედია არ ემსახურება იმას, რომ ადგილზე დამტებითი ესკალაცია მოხდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა. რაც შეეხება ზუგდიდში საარჩევნო სიებისა და ბეჭდების წინასწარ გაცემას, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩუგოშვილმა შეფასებითი კომენტარი არ გააკეთა.
"კონკრეტულად საარჩევნო მასალების გადაცემას რაც შეეხება, მე ამ ფაქტზე რამის თქმა გამიჭირდება, იმიტომ, რომ ეს არის საარჩევნო კომისიების კომპეტენცია. შესაბამისად, მათ იციან უკეთ. მე არ მაქვს ინფორმაცია რა მასალა როდის მიეწოდება ცესკოდან ოლქს და ოლქიდან უბანს. ჩემი მხრიდან არ იქნება ამაზე საუბარი სწორი.
რაც შეეხება სხვა მოვლენებს, ეს დაძაბულობა ძალიან ცუდია და ცუდ ფონს ქმნის საარჩევნო პროცესებისთვის. მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია და ჩვენთვის პირველ რიგში, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა, წყნარ და მშვიდ ვითარებაში მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს არჩევანი. როგორც ჩანს, ეს რამდენიმე დღე დაძაბული იქნება ზუგდიდში და მე ვფიქრობ ეს არის განპირობებული იმით, რომ ჩვენს კანდიდატს აქვს დიდი უპირატესობა და ჩვენი მონაცემებით, შანსიც აქვს იმის, რომ პირველ ტურშიც დაამთავროს არჩევნები. ალბათ ეს არის მაპროვოცირებელი ამ ვნებათაღელვის. დანარჩენი მე რაც მაქვს კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან, განსაკუთრებით შსს, რომლის პასუხისმგებლობაც არის წესრიგის შენარჩუნება, მაქსიმალურად ყველა არის მომართული და ორიენტირებული იმისკენ, რომ წესრიგი იქნას დაცული. მე როგორც ვიცი, ჩვენი ოპონენტებისგან ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანები არიან მობილიზებული, ჩაყვანილი ზუგდიდში სხვადასხვა რეგიონებიდან. გუშინ გააკეთეს განცხადება, რომ 5 ათასზე მეტი ადამიანი არის საქართველოდან ზუგდიდში ჩაყვანილი და ასეთი დიდი რაოდენობით ადამიანების მობილიზება იმედია არ ემსახურება იმას, რომ დამტებითი ესკალაცია მოხდეს ადგილზე“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005