BABAJANA
წყარო: ipn.ge, 14 მაისს 2019, ნახვები: 529, კომენტარი: 0
სანდრა რულოვსი - დიპლომატიურ კორპუსს ვთხოვთ რეაგირებას, რომ არ მოხდეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამეორება, უხეში მოსყიდვები, გაყალბება და ზეწოლა
photo © ipn.ge  
ჩვენ უნდა დავიცვათ უბნები, ხმები და ადამიანები ზეწოლისგან და საერთოდ, ამ მთავრობისგან", - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა განაცხადა. რულოვსმა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ლიდერების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ დიპლომატიურ კორპუსთან საუბარი იყო წინა საარჩევნო გარემოზე.
"პირდაპირ ეთერში საღამოს ვნახეთ, რომ სიტუაცია ძალიან დაიძაბა, მაგრამ ეს პროცესი ძალიან დიდი ხანია, რაც დაწყებულია. დიპლომატიურ კორპუსს ვთხოვთ რეაგირებას, რომ არ მოხდეს კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამეორება, უხეში მოსყიდვები, გაყალბება და ზეწოლა, რამაც მაგალითად, ზუგდიდში შეიწირა ია კერზაია. დიპლომატიურ კორპუსს ვანახეთ ვიდეოები, ვესაუბრეთ გარემოზე, რომელშიც გვიწევს კამპანიის ჩატარება. ისინი შედიან ჩვენს მდგომარეობაში და იქნება მსჯელობა, როგორ შეიძლება ამაზე რეაგირება“, - განაცხადა რულოვსმა. მანვე აღნიშნა, რომ საქმე მის მერობას კი არ შეეხება, არამედ, მთელი ქვეყანა განსაცდელშია.
"ყოველ ნაბიჯზე პროვოკაციებია, ზონდერები, დედის გინება, გუშინ კი ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც გადავიდნენ. როგორც ჩანს, მასობრივად ემზადებიან დიდი სპეცოპერაციისთვის. გადადგომას ვთხოვთ პირდაპირ ზუგდიდის საოქლოს თავმჯდომარის, მირანდა მესხის, რადგან საერთოდ პრაქტიკაში არ ყოფილა ჯერ, რომ არჩევნებამდე 5 დღით ადრე სიები საუბნო კომისიისთვის გადაცემულიყო. სიები უნდა იყოს დალუქული, ბოლო წუთში გადაცემული და არ უნდა გახდეს ბერკეტი იმისა, ჩვენს ამომრჩევლებზე ზეწოლა მოხდეს. დღეს როგორც ჩანს, სამწუხაროდ ეს ხდება, რაც საარჩევნო კოდექსის ძალიან უხეში დარღვევაა. ელჩები და არასამთავრობო ორგანიზაციები ამას ხვდებიან და მათ ქვეყნებთან, სათაო ოფისებთან ამაზე მსჯელობა ექნებათ. ასევე ვთხოვთ, დამკვირვებლები დამატებით კიდევ გამოგვიგზავნონ. ძალიან ნათლად ჩანს, რისთვისაც ემზადებიან და რომ არ აწყობთ ჩვენი გამარჯვება და უპირატესობა ამ ბრძოლაში, ყველანაირად ცდილობენ, ჩაშალონ და ზეწოლა მოახდინონ, ყველანაირ მექანიზმზე და მეთოდებზე მიდიან. ეს დაუშვებელია, ჩვენ უნდა დავიცვათ უბნები, ხმები და ადამიანები ამ ზეწოლისგან და საერთოდ, ამ მთავრობისგან. აქ არ არის მარტო ჩემს მერობაზე საუბარი, მთელი ქვეყანა ამ განსაცდელშია და საპრეზიდენტო არჩევნებზეც კარგად ვნახეთ, რა ხდება. ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც თავს დაგვესხნენ, იყო ერთი ადამიანის დაკავება, რაც რა თქმა უნდა, არასაკმარისია. არ არის საკმარისი რეაგირება, არ უნდა გაუჭირდეთ დამნაშავის გამოვლენა", - აღნიშნა რულოვსმა.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005