BABAJANA
წყარო: rustavi2.ge, 14 მაისს 2019, ნახვები: 927, კომენტარი: 3
სანდრა რულოვსი - ჩემი გამარჯვება აქ, ეს ნიშნავს, რომ "ოცნება“ წავიდა დაღმართზე, ეს არის ზუსტად, რომ ხალხი იბრუნებს ხელისუფლებას"
photo © rustavi2.ge  
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი, რომელიც უკვე თვეებია კარდაკარ დადის და ამომრჩევლების პრობლემებს ადგილზე ეცნობა, სამეგრელოში არსებულ უმძიმეს სოციალურ პირობებზე საუბრობს. სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი. ოპოზიციის კანდიდატი აცხადებს, რომ ამის თქმით საფუძველს ამომრჩევლის განწყობა აძლევს.
"ახლა მართლა გადარჩენის ამბავია. ჩემში ხედავენ ბოლო იმედს. ეს ქალი თუ გაიმარჯვებს აქ იქნება უკეთესი სიტუაცია,“-განაცხადა რულოვსმა. სანდრა რულოვსი მასზე განხორციელებულ თავდასხმასაც გამოეხმაურა. მისი თქმით ის, ბაჩანა შენგელაიასთან ერთად იღებდა საარჩევნო კლიპს, როდესაც მათთან მივიდნენ პროვოკატორები. ინციდენტის დროს გაერთიანებული ოპოზიციის ფოტოგრაფს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"მცირე ჯგუფია, რომელიც ზუგდიდელების ინტერესებს არ წარმოადგენს. ესენი არიან რაღაც ზონდერები, ძველი პარტიზანები, ტყის ძმები და ა.შ. ვინც გვიშლიან ხელს, მაგრამ ჩვენ არ შევშინდებით. გვაქვს უპირატესობა, აუცილებლად ხმებს დავიცავთ და ვერ მოგვერევიან,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა. სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ ის მზურნველი და სამართლიანი მერი იქნება. მისივე განცხადებით, მისი გამარჯვება ნიშნავს, რომ ოცნების ხელისუფლება დამარცხდება საბოლოოდ.
"ჩემი გამარჯვება აქ ეს ნიშნავს, რომ „ოცნება“ წავიდა დაღმართზე. ეს არის ზუსტად რომ ხალხი იბრუნებს ხელისუფლებას. ეს არის კარგი ამბავი,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა და აღნიშნა, რომ მისი გამარჯვების შემდეგ, დადგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი. გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ის გამარჯვების შემდეგ იზრუნებს იმაზე, რომ ლაზიკას პროექტი განხორციელდეს და ხალხი დასაქმდეს.
  • რეგისტრაცია: 24.11.2012
  • სტატუსი:  offline
^
მე უჭერ მხარს სანდრაჩკას. იმედა გახდება ზუგდიდის მერი.
  • რეგისტრაცია: 27.11.2017
  • სტატუსი:  offline
^
"ქართულ ოცნებას" მოუძველდა მეთოდი: მოსყიდვა და შანტაჟი.
თუმცა ეს კლასიკური ბანდიტური მეთოდი ისევ ეფექტურია.
განსხვავება იმაშია, რომ ყველამ გაიგო რა ხერხსაც იყენებენ და, ამიტომ, აღარ მალავენ და აშკარად მოისყიდიან ხალხს და ღიად გადადიან შეტევაზე.
სხვანაირად რომ ვთქვათ, საკუთარი ბანდიტობის დემონსტრაციას ახდენენ. თითქოს ამბობენ: ჩვენ ასეთები ვართ და უნდა გეშინოდეთ ჩვენი. ძალა და ფული ჩვენ მხარეზეა. ფულით მოვისყიდით, ძალით დავაშინებთ. გაუმარჯოს ქურდულ გაგებას!!!
ასეთი სისტემის ეფექტურობა გამოწვეულია იმით, რომ თვითონ მოსახლეობაში ქურდული გაგების ხალხი ბევრია.
ასევეა სიცილიაში.
  • რეგისტრაცია: 17.07.2014
  • სტატუსი:  offline
^
turbo, მეც მინდა რომ გახდეს ზუგდიდის მერი, მაგრამ ვერ გახდება. (გააყალბებენ)
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005