BABAJANA
წყარო: rustavi2.ge, 14 მაისს 2019, ნახვები: 1024, კომენტარი: 1
რაც მოვიდა ეს სვავი, დედა უტირა საქართველოს, ეს უნდა თქვათ, რის გეშინიათ - ზუგდიდელები ქალაქში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ
photo © rustavi2.ge  
ზუგდიდში მოსახლეობა მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ფონზე საუბრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოციალური დახმარება არაერთ ოჯახს მოუხსნეს და მათ წამლების ყიდვაც კი უჭირთ.
"ცნობები მოიტანეთო, რომ შენ ხარ დიაბეტიანი, ფეხმოჭრილი, გადაადგილება რომ არ შეგიძლია, ასთმიანი რომ არის ეს და ყველაფერი მივუტანეთ. მივედით ერთი თვის შემდეგ და გვითხრეს, რომ თქვენ შუქის ფულს იხდით 29 ლარსო და არ გეკუთვნითო,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. ზუგდიდელები ამბობენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოს არაერთხელ მიმართეს, თუმცა, მათგან დახმარება არ მიუღიათ.
"ხელით მაჭმევენ. ექიმი არ მაძლევდა „კალიასკას,“ მომვლელი რომ მჭირდებოდა ისეთი საბუთი არ მომხდა, არ შემიძლიაო ამის მოცემა, იმიტომ, რომ მეორე ფეხიც არ უნდა გქონდესო. თავშესაფარს ვთხოულობ დედი, არაფერი არ მინდა. პენსია ხომ მაინც მექნება და თავშესაფარი, გეხვეწებით, გემუდარებით ამათ, თავშესაფარი, ერთი ოთახი მინდა,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. ზუგდიდში ამბობენ, რომ მათი შემოსავლის ძირითად ნაწილს პენსია წარმოადგენს. მოსახლეობა სამუშაო ადგილების ნაკლებობასაც უჩივის.
"არაფერი პენსიის გარდა ხალხს არ გააჩნია. ის პენსიონერი არჩენს მთელ ოჯახს, სტუდენტებიდან დაწყებული. მეზობელია, ტიროდა დღეს, ერთი პომიდორი მომეციო, მათხოვრად გადაიქცა ქვეყანა,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. ახალგაზრდები მათთვის საჭირო სივრცეების არარსებობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ არც კინოა ქალაქში და არც კლუბი, სადაც გასვლას შეძლებენ. მოსახლეობა „ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსაც აკრიტიკებს და ამბობენ, რომ მათი პრობლემები მოუგვარებელი რჩება.
"ხეები რომ დააქვს იქით, აქეთ, არაფერს შველის, სჯობია, წავიდეს, დატოვოს საქართველო,“ - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე. ზუგდიდელები გარდა ეკონომიკური პრობლემებისა, სხვა სახის გამოწვევებზე საუბრობენ, რომელიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას. მოქალაქეები სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას და ლევან მურუსიძის კლანის ინტერესებზეც საუბრობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსამართლეების 10-კაციანი სიის გაყვანას ივანიშვილი ცდილობს. მათი თქმით, გარევაჭრობის ნება მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში დართეს, თუმცა, არჩევნების შემდეგ იციან, რომ მათ სავაჭრო დახლების აღებას მოსთხოვენ. მოქალაქეები ხელისუფლების ცვლილების საჭიროებაზე საუბრობენ.
"რაც მოვიდა ეს სვავი, დედა უტირა საქართველოს, ეს უნდა თქვათ, რის გეშინიათ, რა არის აქ საშიში,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. ზუგდიდელების ნაწილი კი ხელისუფლების მიმართ კრიტიკის გამოხატვას ერიდებიან. ისინი კამერებთან საუბარსაც ერიდებიან.
"არჩევანის“ გადამღებ ჯგუფს მოსახლეობის მოსაზრებების ჩაწერაში და პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღებაში პროვოკატორები ხელს უშლიდნენ.
  • რეგისტრაცია: 17.07.2014
  • სტატუსი:  offline
^
სვავი კი არა ღორია.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005