BABAJANA
წყარო: rustavi2.ge, 13 მაისს 2019, ნახვები: 566, კომენტარი: 0
საქართველოს პრემიერს დონალდ ტუსკთან პირისპირ შეხვედრა არ ჰქონია - საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტებებს აკეთებს
photo © rustavi2.ge  
ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის აღნიშვნა გრძელდება. დღეს ევროკავშირის დედაქალაქში მაღალი დონის კონფერენცია გაიმართება, სადაც ამ პროექტის მიღწევებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ისაუბრებს. დღის ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტებები გააკეთა დონალდ ტუსკის მიერ გამართულ შეხვედრებზე. ტუსკი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან სამი ქვეყნის ლიდერს პირისპირ შეხვდა, მას ჰქონდა მოლაპარაკებები აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვას ლიდერებთან, თუმცა პირისპირ შეხვედრა მას არ ჰქონია საქართველოს პრემიერ მამუკა ბახტაძესთან. ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა „რუსთავი2“- სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. ზალკალიანი ამბობს, რომ ტუსკთან მაღალი დონის შეხვედრა მამუკა ბახტაძეს 21 ნოემბერს ჰქონდა, მისივე განცხადებით, დონალდ ტუსკი საქართველოში ივლისში ჩამოვა და ბათუმის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს.
"მე აქ ვარ თუ არ ვარ აქ? ჩვენ პრეზიდენტ ტუსკთან გვქონდა საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრა 21 ნოემბრის ფორმატში, ასევე სხვადასხვა ფორმატებში გადავიკვეთეთ მასთან, დღესაც საკმაოდ ინტენსიური საუბარი იყო და მინდა თქვენთვის სამწუხარო ინფორმაცია გითხრათ, რომ 11-12 ივლისს ტუსკი საქართველოში ჩამოდის და ბათუმის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ისე სკანდალურად წარმოაჩენთ, ძალიან დიდი სიხარულით აცნობეთ, რომ არ ყოფილა (ბახტაძე შეხვედრაზე) რაც არის სიცრუე,“-განაცხადა ზალკალიანმა.
არაფორმალური სადილის დასრულების შემდეგ კომენტარები გააკეთეს აღმოსავლეთ პარტნიორების წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა და მიწვეულმა სტუმრებმა.
მათი განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორების პროექტის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. მათივე თქმით, აუცილებელია, საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005