BABAJANA
წყარო: rustavi2.ge, 12 მაისს 2019, ნახვები: 1529, კომენტარი: 1
"ქართული ოცნებისა" და მისი ლობისტების სკანდალური მიმოწერა - საიდუმლო დოკუმენტები "რუსთავი2"-ს მიაწოდეს
photo © rustavi2.ge  
„ქართული ოცნებისა“ და მათ მიერ დაქირავებული ლობისტების სკანდალური და გასაიდუმლოებული მიმოწერა - დოკუმენტი „რუსთავი2“-ს მიაწოდეს. მასშტაბური მიმოწერა 600 დოკუმენტისგან შედგება და“რუსთავი2“ ეტაპობრივად შიფრავს. ერთ-ერთი ეპიზოდი ოპოზციის წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბის შავი პიარკამპანიის დაგეგმვას უკავშირდება. ირკვევა, რომ მმართველი გუნდი და მისი ლობისტები 2016 წელს შავ კამპანიას გიგი წერეთლის წინააღმდეგ გეგმავდნენ, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად იყრიდა კენჭს.
"ქართული ოცნება“ და მისი ლობისტები შეშფოთებულები იყვნენ იმის გამო, რომ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი შესაძლოა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამხდარიყო. მათი მიზანი კი იყო ის, რომ ეს ფაქტი არ დაეშვათ. განსაკუთრებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელზე მთავარი დამკვირვებელი ტრადიციულად ეუთო უნდა ყოფილიყო. "ქართული ოცნების“ წევრებისა და მათი ლობისტების მიმოწერაში ნათქვამია, რომ თუ გიგი წერეთელი გაიმარჯვებს და ის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდება მისი პოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.
მიმოწერაში ნათქვამია, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიცია შესაძლოა თავს დასხმოდა „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს და კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა არჩევნების ლეგიტიმურობა. ლობისტები ასევე ხაზს უსვამენ, რომ თუ გიგი წერეთელი გახდება პრეზიდენტი ის გააკონტროლებს არჩევნებზე სადამკვირვებლო პროცესს.
მეილში ფიგურირებს ამჟამინდელი ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და ოლივერ სპენსერი, რომელიც იყო ეუთოს ყოფილი გენერალური მდივანი, სწორედ ისინი არიან ამ შინაარსის წერილების ადრესატები.
2016 წელს, გიგი წერეთელი მართლაც არ აირჩიეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად. წერეთლის არჩევას, რომელიც მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, ყველაზე მეტად „ქართული ოცნება“ და რუსული დელეგაცია ეწინააღმდეგებოდა. თუმცა გიგი წერეთელი საბოლოოდ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მაინც გახდა. როგორც თავად ამბობს, მის წინააღმდეგ წარმოებულმა შავმა კამპანიამ მოკლევადიანი შედეგი მაინც გამოიღო.
  • რეგისტრაცია: 17.07.2014
  • სტატუსი:  offline
^
ქოცებისაგან სხვას რას უნდე ელოდო.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005