BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 15 აპრ 2019, ნახვები: 1033, კომენტარი: 0
"ეს არის სააკაშვილის სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება" - სამადაშვილი ვოლსკის პასუხობს
photo © rustavi2.ge  
მიხეილ სააკაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა. ოპოზიციის წარმომადგენელმა „ქართული ოცნების“ წევრი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიტყვების არასწორ ინტერპრეტირებაში დაადანაშაულა.
ვოლსკის თქმით, სააკაშვილის განცხადებები ევროპის კოლონიალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით კრემლის რიტორიკის გამეორებაა. საუბარია მიხეილ სააკაშვილის იმ გამოსვლაზე, რომელიც უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობებს შეეხებოდა. სამადაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გამოსვლა მიმართული იყო იქითკენ, რომ უკრაინელებმა და ქართველებმა თავიანთი პოტენციალი საკუთარ ქვეყნებში გამოიყენონ.
"ეს არის სააკაშვილის სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება. მან ძალიან ნათლად თქვა, რომ რუსეთი არის უკრაინის მტერი და ევროპა და დასავლეთი არის უკრაინის მოკავშირე და უკეთესი მოკავშირე უკრაინას არ ჰყავს. ამავე დროს მან თქვა ის, რომ უკრაინის განვითარება და უკრაინის სახელმწიფოს განვითარება არის უკრაინელი ხალხის საზრუნავი და შესაბამისად, ამაზე თავად უკრაინელებმა უნდა იზრუნონ და ამაზე ვერ იზრუნებს ვერც დასავლეთი.
იყო ნახსენები ისეთი ტერმინები, რომელსაც მე არ ვახსენებდი გამოსვლაში, მაგალითად, კოლონიალიზმზე საუბარი, ჩემი აზრით, კონტექსტიდან ამოვარდნილია. შესაბამისად, გახდა შესაძლებელი, რომ ამ სიტყვის უტრირება მოხდეს და მისთვის სხვა მხრიდან მოებას ყური. რეალურად სააკაშვილის მოწოდება იყო, თუ შეიძლება ითქვას, ნაციონალისტური ხაზით მიმართული, რომ მოდით უკრაინელებმა, ქართველებმა საკუთარი პოტენციალი დავხარჯოთ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და არა ევროპაში, სადაც დიახ, მართლაც დგას დემოგრაფიული გამოწვევა,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005