BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 15 აპრ 2019, ნახვები: 633, კომენტარი: 1
სააკაშვილი ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთის და დასავლეთის მიდგომებს შორის - გია ვოლსკი
photo © rustavi2.ge  
„ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე იგი, ფაქტობრივად ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთის და დასავლეთის მიდგომებს შორის, როგორც უკრაინის ასევე საქართველოსთან მიმართებაში,“- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს, რომელიც უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობებს ეხებოდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეფასებები ევროპის კოლონიალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით კრემლის რიტორიკის გამეორებაა. გია ვოლსკიმ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის და დასავლეთის მიდგომებს შორის ტოლობის ნიშანი დასვა.
"შექმნილ რთულ ვითარებაში, როდესაც უკრაინისთვის საერთაშორისო თანადგომა, ისევე როგორც საქართველოსთვის გადამწყვეტი პირობაა, სააკაშვილი მიუთითებს რომ განვითარებული უკრაინა და განვითარებული საქართველო არავის სჭირდება კოლონიალური პოლიტიკის გამტარებელ ევროკავშირში. გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა ზედმიწევნით გაიმეორა რუსეთის სტრატეგიული ამოცანის მთავარი ფორმულა, პოსტულატი, უკრაინის დასავლეთის დიქტატისგან დამოუკიდებელი განვითარების, პერსპექტივის სადემონსტრაციოდ წარმოუდგინა ანიმაციური ფილმი.
"თუკი ყურადღებით გავაანალიზებთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის გარშემო გაერთიანებული სატელიტური პოლიტიკოსებისა და ნაკლებად პარტიების ბოლო დროინდელ ქმედებებს, მათი საპრეზიდენტო კანდიდატის და ახლა უკვე თავმჯდომარის მონაცემებს, ცილისმწამებლურ განცხადებებს, ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის დაუოკებელ მცდელობებს, დასკვნები სხვა შინაარსის იქნება,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელებს სახელისუფლებო სისტემის რეფორმირების ახალი გეგმა გააცნო. ცვლილებების აუცილებლობაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვარშავაში ილაპარაკა, სადაც უკრაინულ დიასპორას შეხვდა.
  • რეგისტრაცია: 25.09.2013
  • სტატუსი:  offline
^
au, ramxela ylea es siri da verc xvdeba
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005