BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 14 აპრ 2019, ნახვები: 672, კომენტარი: 0
იქ მოვიდა ის ხალხი, ვინც იყო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი და იმ ადამიანებს ეუბნები ბარიერს ვერ გადალახავ - ბესელია კობახიძეს პასუხობს
photo © rustavi2.ge  
მმართველი გუნდიდან დემარშით წასული ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც „დაიცავი საქართველოს“ პოლიტიკურ მომავალს და შანსებს ეხებოდა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „დაიცავი საქართველო“ იმ სახეებით, რომლებიც ფილარმონიაში იყვნენ წარმოდგენილნი, არჩევნებზე 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ.
ეკა ბესელიას განცხადებით, იქ იყვნენ შეკრებილი ადამიანები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ და მათთვის თქმა, რომ ბარიერს ვერ გადალახავ, არასწორია. ბესელიას თქმითვე, შეკრებილებმა პარლამენტს მმართველ გუნდს მოუწოდეს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები ხალხთან ერთად გადაწყვიტოს და არა ერთპიროვნულად.
„დაიცავი საქართველო“ ეს არ არის პოლიტიკური პარტია, ეს საზოგადოებრივი მოძრაობაა და იქ ხალხი იკრიბებოდა. იქ მათ შორის იყო ღარიბაშვილის და მმართველი პარტიის წარმომადგენლების ამომრჩევლები. ამომრჩეველს ეუბნები ბარიერს არ გადალახავ. იქ მოვიდა საზოგადოება, მოვიდა ის ხალხი, ვინც იყო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი და იმ ადამიანებს ეუბნები რას?- ბარიერს გადალახავ?... რა დროს ეგ არის, როდესაც საზოგადოება იკრიბება და წუხს იმაზე, რაც სასამართლოში ხდება.
დღეს ამ პარლამენტს მოუწოდა იქ შეკრებილმა საზოგადოებამ, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები, გადაწყვიტოს ისე, როგორც ხალხს უნდა და არა ისე, როგორც უნდა ვიწრო ჯგუფს ადამიანებისას და პირველ რიგში იმ ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედებს,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005