BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 14 აპრ 2019, ნახვები: 414, კომენტარი: 0
კობახიძის პროგნოზი, "დაიცავი საქართველო" 3%- იან ბარიერს ვერ გადალახავს
photo © rustavi2.ge  
კობახიძის პროგნოზი, "დაიცავი საქართველო" 3%- იან ბარიერს ვერ გადალახავს. განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ირაკლი კობახიძემ „დაიცავი საქართველოს“ შეკრება და მისი პოლიტიკური შანსები შეაფასა. კობახიძე ყოფილ თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებზე საუბრისას ამბობს, რომ „ასეთი სახეები“ ვერ შეიტანენ წვლილს დემოკრატიის განვითარებაში.
"3 %-იანი ბარიერის პირობებში არის მაღალი ცდუნება, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ჩამოაყალიბონ პარტიები, უფრო მარტივია 3%-იანი ბარიერის გადალახვა, ვიდრე 5%-იანის, აქედან გამომდინარე არის ეს ინტერესი. თუ გაჯანსაღდება ოპოზიციური სპექტრი, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართული დემოკრატიის განვითარებას. თუმცა ასეთი სახეებით ბუნებრივია ვერც ერთი პარტია ვერ შეიტანს წვლილს დემოკრატიული სისტემის განვითარებაში.
ზოგადად საერთო სურათს თუ ვნახავდით, ლიდერებს, რომლებიც იყვნენ დარბაზში წარმოდგენილი, ცალსახაა, რომ ამ გაერთიანებას ძალიან გაუჭირდება 3%-იანი ბარიერის გადალახვაც კი. როდესაც მინუსით იწყებ, ამ სახეებით, ბუნებრივია 3%-მდე ასვლა არის ძალიან რთული,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე - რა ამოძრავებთ „ოცნებიდან“ წასულებს, ქვეყნის ინტერესები თუ პოლიტიკური სკამების მიღების სურვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში, ასეთ დროს სუბიექტური ინტერესი ჭარბობს. კობახიძე ასევე ახალი პოლიტიკური ძალების შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამას ენმ-სთვის ოპოზიციური „მონოპოლიის“ ჩამორთმევის საჭიროებით ხსნის.
"მე არ მინდა სიღრმეში შევიდე, რა თქმა უნდა ძალიან ხშირად ჭარბობს ხოლმე სუბიექტური ინტერესები, როდესაც ასეთ პროცესებს ვაკვირდებით, ამის ნაკლებობა იქ არ არის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენს ინტერესებშია, რომ ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები ჩამოყალიბდეს. გაჩნდეს ახალი პარტიები, დღეს არის ოპოზიციაში შექმნილი არაჯანსაღი ვითარება. თითქმის მონოპოლიზებული აქვს ოპოზიციური ნიშა „ნაციონალურ მოძრაობას“, იმ პარტიას, რომელსაც აქვს უმძიმესი წარსული. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანის ინტერესებში უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიციური პარტიების გაჩენა, რომელიც ამ ნიშას წაართმევს ასეთ პოლიტიკურ ძალას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა მივესალმებით, ნებისმიერი ჯანსაღი ოპოზიციური პარტიის გაჩენას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ასეთი პარტიები სამწუხაროდ წინ ვერ წავა,“-აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005