BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 14 აპრ 2019, ნახვები: 994, კომენტარი: 0
ბავშვთა ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „გორდა“, ისრაელში არ შეუშვეს
photo © rustavi2.ge  
ბავშვთა ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „გორდა“, ისრაელში არ შეუშვეს. როგორც ხალხური ანსამბლის ჯგუფის წევრების ახლობლებმა „კურიერს“ განუცხადეს, 15 ადამიანი ამჟამად სადეპორტაციო განყოფილებაში არიან გადაყვნილი, მათ შორის 4 ბავშვია. ანსამბლის ერთ-ერთი წევრის ახლობლები ჰყვებიან, რომ ანსამბლის წევრებს საბუთები წესრიგში ჰქონდათ, თუმცა მათ საზღვარზე შეშვება მაინც არ მოხდა.
მათივე თქმით, საზღვარზე დაკავებულები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან.
"ანსამბლი „გორდა“ 4 ბავშვთან და და რამდენიმე უფროსთან ერთად, მშობლებთან ერთად ჩავიდნენ ისრაელში მოწვევით ფესტივალზე. ყველა საბუთები, აბსოლუტურად ყველაფერი დაამზადეს, გააკეთეს, ყველაფერი ჰქონდათ ხუთიანზე გაკეთებული, ჩავიდნენ იქ და იქ დილის თერთმეტი საათიდან საღამოს ათ საათამდე აყურყუტეს. ვითომ შემოწმებებიო, ისინიო, ესენიო და ბოლოს მოჰკიდეს ბავშვებს და ყველას ხელი და შეყარეს სადეპორტო ციხეში ისრაელში, სადაც საჭმელი არ არის, წყალი არ არის, ტუალეტი მანდ არ არის. არის გაუსაძლისი მდგომარეობა.
ჩემი რძალი დაელაპარაკა საკონსულოს და საკონსულომ გასცა ასეთი პასუხი, რომ თუ გაქვთ ფულიო და იყიდეთ ბილეთიო და ჩვენ დაგეხმარებით, რომ ჩამოფრინდნენ უკანო და ამათ იქით-აქეთ ბილეთი, ორი გზა ჰქონდათ ბილეთი ნაყიდი ყველას,“- აცხადებს ანსამბლის ერთ-ერთია წევრის ახლობელი ჯაბა დაუშვილი.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005