BABAJANA

წყარო: timer.ge, 13 აპრ 2019, ნახვები: 1517, კომენტარი: 0
გია ნოდია: ისინი ბიძინას კი არ ებრძვიან, ბიძინასთვის იბრძვიან
photo © timer.ge  
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ბესელიას ჯგუფის თუ სხვა ქოცების ბიძინასგან გამოქცევა და ახალი პარტიის ჩამოყალიბება თვითონ ბიძინა ივანიშვილის შეგნებული ჩანაფიქრია, თითქოს ის ამით წინასწარ დამატებით დასაყრდენს იკეთებს. ეს ჩვეულებრივი შეთქმულების თეორიაა, რომელსაც არავითარი კონკრეტული არგუმენტი არა აქვს. ყველა ინდიკატორი იმას მიანიშნებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ რეალური სკანდალები და განხეთქილებებია. ნუ წარმოვადგენთ ბიძინას ზებუნებრივ ბრძენკაცად, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს. პირიქით, ეს ყველაფერი მისი, როგორც ლიდერის თუ „მენეჯერის“ (როგორც თვითონ ამბობს ხანდახან) სისუსტეს აჩვენებს და მას სერიოზულად აზიანებს.
მაგრამ ეს სულაც არ გამორიცხავს, გამოქცეულებს ჰქონდეთ იმედი, რომ რაღაც ეტაპზე ბიძინას ისევ დასჭირდებიან და ის იძულებული გახდება, კვლავ მიიღოს, ოღონდ უკეთესი პირობებით. პრინციპში, ეს სავსებით შესაძლებელია: მაგალითად, თუ 2020 წლის არჩევნებზე „ოცნება“ დეპუტატების მანდატების 50 პროცენტზე ნაკლებს, მაგრამ სხვაზე მეტს აიღებს და კოალიციის პარტნიორები დასჭირდება (რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ „დაიცავი საქართველოც“ მოხვდება პარლამენტში, რაც ჯერ არ ვიცით).
ამიტომ, ისინი ბიძინას კი არ ებრძვიან, ბიძინასთვის იბრძვიან, რადგან ბიძინას იქით გზა მაინც არა აქვთ (დამოუკიდებლად რას წარმოადგენენ?). ოღონდ ეს მათი თამაშია და არა ბიძინასი. ამ უკანასკნელს, ცხადია, კობახიძე-მდინარაძე-ოხანაშვილისნაირი დისციპლინებული ჯარისკაცები ურჩევნია ფხუკიან ბესელია-კვაჭანტირაძეს. მაგრამ თუ თავსზემოთ ძალა არ ექნება, შეიძლება დათმობებზე წასვლა მოუწიოს. ოღონდ ამ შემთხვევაშიც, მე მგონი, პარტნიორებად ჯერ „პატრიოტები“ ერჩივნება, ეგენი უფრო მისიანები და მართვადები არიან. თუმცა რა იცი, პოლიტიკა ოხერია-აცხადებს გია ნოდია.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005