BABAJANA

წყარო: ipn.ge, 15 მარ 2019, ნახვები: 1410, კომენტარი: 0
ლევან გოგიჩაიშვილი ანრი ოხანაშვილს - ნუ იბრიქები, თორემ გაბრექვას დაგანახებ
photo © ipn.ge  
ნუ იბრიქები, თორემ გაბრექვას დაგანახებ, - ამ სიტყვებით დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს მიმართა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ცხარე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებული პროექტის განხილვა. დეპუტატებს ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილს, ზვიად კვაჭანტირაძეს, ელენე ხოშტარიას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, მთელი რიგი კრიტიკული შენიშვნები აქვთ პროექტით შემოთავაზებულ საკითხებთან დაკავშირებით. ცხარე პოლემიკა გამოიწვია საკითხმა, თუ რატომ არ ელოდება მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის დასკვნას.
როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით ანრი ოხანაშვილმა განმარტა, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით არ მიიღებს მანამ, ვიდრე ცნობილი არ გახდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ამაზე ოპონენტების პასუხი იყო ის, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნების გაცნობა მნიშვნელოვანია პროექტის პირველი მოსმენით მიღებამდე, რადგან სწორედ პირველი მოსმენისას ხდება კანონპროექტის პრინციპების დონეზე დამტკიცება.
"რატომ ჩქარობთ და ვინ არის ის, ვინც გაჩქარებთ“, - მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს ეკა ბესელიამ. ლევან გოგიჩაიშვილმა კი ყოფილ თანაგუნდელებს ურჩია, რომ თუკი გამბედაობის გამოჩენა სურთ, ეს გამბედაობა სხვა რამეში გამოხატონ და არა ჩინჩალაძის ლობირებაში.
"მაინტერესებს, დაუჭერთ თუ არა მხარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძეს. მე რომ მცოდნოდა, რომ ჩინჩალაძის მომხრე იყავით, თქვენთან ერთად კენჭს არ ვიყრიდი“, – მიმართა უმრავლესობის წევრებს ლევან გოგიჩაიშვილმა. პარლამენტში 11.00 საათიდან მიმდინარეობს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით, ინიცირებულ კანონპროექტებს პირველი მოსმენით იხილავენ.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005