BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 14 მარ 2019, ნახვები: 407, კომენტარი: 0
ბიძინა ივანიშვილს ამ ტერიტორიასთან კავშირი არ აქვს - კალაძე ამტკიცებს, რომ შუშის სასახლის მომიჯნავე ტერიტორიას სტატუსი არ ეცვლება
photo © rustavi2.ge  
დედაქალაქის გენგეგმა და ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესები - კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილის სასახლის მომიჯნავე ტერიტორიას სტატუსი არ ეცვლება.
კალაძის განცხადებით, ოპოზიცია ცრუობს, როცა ამბობს, რომ ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებულ და ბიძინა ივანიშვილის სასახლის მომიჯნავე 14 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს სტატუსი ეცვლება და იქ მშენებლობები დაშვებული იქნება. თბილისის მერის მტკიცებით, ამ ტერიტორიასთან ბიძინა ივანიშვილს კავშირი არ აქვს.
"არ არის ეს სწორი, თქვენ შეცდომაში შეგიყვანათ ოპოზიციამ, ტელეკომპანია „რუსთავი2“. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გაჟღერებული იყო, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი იქ აკეთებდა რაიმე მშენებლობას და ა.შ. ეს რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს. ბიძინა ივანიშვილს ამ ტერიტორიასთან არანაირი კავშირი არ აქვს,“-აცხადებს კალაძე. ოპოზიცია კი ირწმუნება, რომ დედაქალაქის გენერალური გეგმა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზეა მორგებული.
საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გენერალური გეგმის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე აღმოაჩინეს, რომ 14 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრ ფართობს, რომელიც ჯერ ბოტანიკურის ბაღის საკუთრებაა და ბიძინა ივანიშვილის სასახლეს ემიჯნება, სტატუსი ეცვლება, რაც ამ ტერიტორიაზე მშენებლობის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ოპოზციის მტკიცებით გენ.გეგმის პროექტის მიხედვით, ივანიშვილის ხეების გადამტანი კომპანიის სასარგებლოდ კი სტატუსს უცვლიან მზიურის მიმდებარედ რეკრეაციულ ზონას და აქ კორპუსების ჩადგმა იქნება შესაძლებელი.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005