BABAJANA

წყარო: tabula.ge, 14 მარ 2019, ნახვები: 496, კომენტარი: 1
ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირიდან გასვლის ვადის გადაწევას მხარი დაუჭირა
photo © tabula.ge  
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსითის ვადის გადაწევას მხარი დაუჭირა. ევროკავშირის დატოვების საბოლოო თარიღად 29 მარტის შეცვლის მომხრე 412 პარლამენტარი იყო, ხოლო წინააღმდეგი 202. იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი გასვლის შესახებ შეთანხმებას 20 მარტამდე მიაღწევს, გასვლის გადადებას მცირე ხნით მოითხოვენ, ხოლო თუ შეთანხმების მიღწევა კვლავ ვერ მოხერხდება ბრიტანეთი ევროკავშირს სთხოვს ბრექსითის უფრო ხანგრძლივი დროით გადადოს. ამის თაობაზე ევროკავშირში აზრი გაყოფილია, განსაკუთრებით კი ევროპის პარლამენტის მოახლოებული არჩევნების გამო.
ტერეზა მეის გეგმას, რომელმაც ორი მარცხი უკვე განიცადა, ხელახლა მომდევნო კვირას განიხილავენ. ევროკავშირის დატოვების შესახებ ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა კი ჩავარდა. მას მხარი მხოლოდ 85-მა პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 334 იყო. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას პრემიერმინისტრ ტერეზა მეის ბრექსითის შეთანხმებამ პარლამენტში კიდევ ერთი მარცხის განიცადა. მეის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას 242-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი 391 იყო.
კენჭისყრამდე, ტერეზა მეიმ გრიმსბიში გამოსვლისას თქვა, რომ თუ პარლამენტარები მის ბრექსითის შეთავაზებს მხარს არ დაუჭერენ, შესაძლოა ბრიტანეთმა ევროკავშირი ვერასოდეს დატოვოს. მის მიერ მიღწეულმა ბრექსითის შეთანხმებამ გასული წლის დეკემბერში პარლამენტში ისტორიული მარცხი განიცადა, ტერეზა მეიმ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გააგრძელა.
პარალელურად, ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის გარეთ, სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებს შეამცირებს და მიიღებს ზომებს, რათა ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვარზე, შეთანხმების გარეშე გასვლის შემთხვევაში, მყარი საზღვარის გაჩენა აიცილონ თავიდან.
  • რეგისტრაცია: 7.03.2019
  • სტატუსი:  offline
^
საზიზღარი ხალხი ხართ ინგლისელები,დამპალი დამპყრობლები. ბრექსიტი ევროკავშირის დაშლის დაწყებისთვის მოინდომეს მარა ბოლომდე ვერ გათვალეს რა შეიძლებოდა მოყოლოდა ბრიტანეთისთვის,იმედია დაიშლება ბრიტანეთი,რუსებივით ღორი ერია,ამათაც მიუძღვით დიდი წვლილი ქართველების სახელმწიფოს დაქცევაში.ამაზე არავინ ლაპარაკობს,მარტო რუსეთი არაა დამნაშავე ჩვენ რომ ასწლეულით უკან დაგვხიეს!
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005