BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 14 მარ 2019, ნახვები: 1169, კომენტარი: 0
ნატო-ს გენერალური მდივანი ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიაზე პირველ კომენტარს აკეთებს
photo © rustavi2.ge  
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პირველი კომენტარი გააკეთა. ალიანსის შტაბბინაში იენს სტოლტენბერგს კითხვა "კურიერის" ჟურნალისტმა დაუსვა, თუ როგორ აფასებს ნატო რუსეთის აგრესიულ საოკუპაციო პოლიტიკას საქართველოში. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მისი განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებები იკვეთება.
"ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მიმართ ძლიერია. რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება საქართველოს უფლება, დაიცვას თავისი მოქალაქეები. ამ შემთხვევის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვხედავთ, რომ რუსეთი არღვევს საქართველოს ინტეგრაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების აღიარებით. გარდა ამისა, გამუდმებით წევენ საოკუპაციო ხაზს, ასევე ვხედავთ სხვა აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ასე რომ ეს არის მაგალითი, რატომაც უჭერს ნატო საქართველოს მხარს,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.
გალში რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია ცოტა ხნის წინ სენაკში გადაასვენეს. რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლის ნათესავები გალში ცხოვრებენ და მათი დიდი ნაწილი ამის გამო ვერც პანაშვიდზე ჩამოსვლას შეძლებს.
კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სახელმწიფო ექსპერტების გარდა, პროცესს აკონტროლებენ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენლები.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005