BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 13 მარ 2019, ნახვები: 540, კომენტარი: 1
„ქართული ოცნების“ ვარსკვლავები დაიწყებენ მტკიცებას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გადასარევია - ოპოზიცია
photo © rustavi2.ge  
ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკულ ანგარიშს ოპოზიცია ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტები იმ პრობლემებზე მიუთითებენ, რაზეც დოკუმენტშიც დაიწერა. ოპოზიციის წევრების თქმით, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნები ძალადობისა და ზეწოლის ფონზე ჩატარდა. ხელისუფლების ოპონენტები ასევე ყურადღებას ამახვილებენ სუს-ის მიერ მოქალაქეების თვალთვალზე. ოპოზიციის წევრები ასევე ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნაზე საუბრობენ და ერთ-ერთ მაგალითად დავით კირკიტაძის საქმეს ასახელებენ. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება და პოლიტიკური სისტემა არ შეიცვლება, საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი არ ექნება.
„ძალადობის, ზეწოლისა და ტერორის ქვეშ ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც სუს-ი ერევა ჩვენს პირად სივრცეში, სუს-ი ახორციელებს მოქალაქეებზე თვალთვალს და ზეწოლას. პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან და აუცილებლად მინდა, ვახსენო დავით კირკიტაძის საქმე, რომელიც არის ასევე მოხსენიებული ამ ანგარიშში. აღმოჩნდა, რომ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთით და პირადი ზედამხედველობის ქვეშ ხორციელდება ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე. ამ ანგარიშის თანხმად, აღმოჩნდა, რომ ამ სახელმწიფოში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა. ოპოზიციის წევრების თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერები სხვადასხვა კრიტიკულ ანგარიშზე მაინც აცხადებენ, რომ იქ ხელისუფლება დადებითადაა შეფასებული.
„ქართული ოცნების,“ ასე ვთქვათ, ვარსკვლავებს სჩვევიათ ხშირად ბევრ საკითხზე შავზე თეთრის მტკიცება და ამ შემთხვევაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დაიწყებენ მტკიცებას, რომ ეს არის გადასარევი ანგარიში, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის და ბიძინა ივანიშვილის ხოტბა-დიდების და ქების მეტი არაფერია ანგარიშში. საკმარისია, თვალი გადავავლოთ ტექსტს, რომ ეს არის კრიტიკული ანგარიში,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ადამიანების უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში 47 გვერდი საქართველოს ეთმობა. სანიმუშოდ ცუდი არჩევნები, ზეწოლა მედიაზე, ნდობადაკარგული სასამართლო, კორუფცია ხელისუფლებაში, წამება ციხეებში და მკვლელობა ეს არასრული ჩამონათვალია იმ მძიმე შეფასებების, რომელიც ანგარიშში მოხვდა.
  • რეგისტრაცია: 24.11.2012
  • სტატუსი:  offline
^
ნაცები გამახსენდა შავზე რომ თეთრს იძახოდით - დეჟავუ
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005