BABAJANA

წყარო: ipn.ge, 13 მარ 2019, ნახვები: 742, კომენტარი: 1
ირაკლი სესიაშვილი - თუ ასე გაგრძელდა, მღვდელმსახური უფრო მეტი გვეყოლება, ვიდრე ჯარისკაცი
photo © ipn.ge  
თუ ასე გაგრძელდა, ამ ფორმით მღვდელმსახური უფრო მეტი გვეყოლება, ვიდრე ჯარისკაცი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განუცხადა. სესიაშვილმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს პასუხისმგებლობა, რომ გაწვევის სისტემამ ნორმალურად იმუშაოს და წვევამდელების დეფიციტი არ იყოს. დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმირების პროცესი გრძელდება და ამ სისტემაზე სახელმწიფომ უარი არ უნდა თქვას.
"ჩემი ინიციატივა იმას შეეხება, რომ გაწვევის სისტემას ხელი შევუწყოთ. ჩვენ ვთქვით, რომ პენიტენციურ სისტემაში ეტაპობრივად წვევამდელებს აღარ გავიწვევთ. ჩვენ ვთქვით, რომ სტუდენტებს მივცემთ უფლებას და შესაძლებლობას, რომ სამხედრო სამსახური დაცვის პოლიციაში გაირონ და ამით ის ტვირთი მოიხსნან, რომ სწავლის დასრულების შემდეგ სამხედრო სამსახურს აღარ გაივლიან. რაც შეეხება მღვდელთმსახურებთან დაკავშირებულ საკითხს, მე ვიტყოდი, რომ არაკეთილსინდისიერად სარგებლობა გაწვევის სისტემას ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის. „გირჩის“ გარდა, მრავლდებიან სხვა ორგანიზაციებიც, ვინც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, ასეთ ცნობებს იძლევა. თუ ასე გაგრძელდა, ამ ფორმით მღვდელმსახური უფრო მეტი გვეყოლება, ვიდრე ჯარისკაცი. ჩემი ინიციატივით, იმ მუხლს ვაუქმებთ, რომელმაც გაწვევის სისტემას პრობლემა შეუქმნა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა. მისივე შეფასებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, დისკრიმინაციას ადგილი არ ექმება, რადგან ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელს, ისევე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, თუკი მას სამხედრო სავალდებულო სამსახურში სწავლა არ უნდა, ალტერნატიულ შრომით სამსახურში წასვლის შესაძლებლობა აქვს.
"ჩვენი ქვეყანა კონსტიტუციის დონეზე შეთანხმდა და კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ქვეყანაში მართლმადიდებლურ ეკლესიას განსაკუთრებული როლი აქვს. ეს განსაკუთრებულობა სხვადასხვა შეღავათებს გულისხმობს. ამაზე ქვეყანა შეთანხმდა. ამ მხრივ ჩემი მხრიდან არავითარი ცვლილება შემოთავაზებული არ არის. მე მხოლოდ იმ ნაწილს ვეხები, რაც გაწვევის სისტემას აზიანებს “, - დასძინა ირაკლი სესიაშვილმა.
ირაკლი სესიაშვილი პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს, რომლის მიხედვით, უქმდება ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. ამასთან, როგორც სესიაშვილი განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა არ გავრცელდება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე, რადგან მათთან დაკავშირებით კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს.
  • რეგისტრაცია: 28.01.2014
  • სტატუსი:  offline
^
ჯარიც დააჩმორეთ ხალხთან ერთად და თქვენ ყველანი გამდიდრდით. დასაჭერები ხართ ყველა ვინც იპარავთ. თუმცა ვინ არ იოარავს? ბასეინში წყალი ჩაგისხა ბიძომ თუ ჯერ ისევ ცარიელ ბასეინში ხტუნაობ?!
ქლესა კაცი ხარ უშიშროება ვინ ჩაგაბარა! ან რას აკეთებთ ქვეყნის უშიშროებისთვის ყოველდღე რომ ადამიანებს იტაცებენ კლავენ და ფულს ძალავენ. შენ კი ცურაობ ცარიელ ბასეინში და ბედნიერი ხარ
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005