BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 13 მარ 2019, ნახვები: 706, კომენტარი: 1
გრიგოლ ვაშაძე - საქართველოს მიღწევები დემოკრატიის სფეროში სანაგვე ყუთშია გადაგდებული
photo © rustavi2.ge  
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ ანგარიშს, რომლის 47 გვერდი საქართველოს ეთმობა, ოპოზიცია ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, თუ ვაშინგტონის გზავნილებს ხელისუფლება არ გაიზიარებს, მაშინ ქვეყანას ეს კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანს. ზოგიერთი ფორმულირება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაზე საუბრის დროს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოიყენა, ოპოზიციისთვისაც მოულოდნელობა აღმოჩნდა. დასკვნის მიხედვით, ქვეყანას ჰყავს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც არასამთავრობო სექტორს ფაშისტებს უწოდებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ანგარიშში ზუსტად არის ასახული ყველა ის მტკივნეული საკითხი, რომელიც ქვეყანაში საზოგადოებას აწუხებს. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, დემოკრატიის სფეროში საქართველოს მიღწევები სანაგვე ყუთშია გადაგდებული.
"როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების მოხსენებაში პოულობ იმას, როგორ ეძახის საქართველოს პარლამენტის ე.წ. სპიკერი არასამთავრობო ორგანიზაციებს ფაშისტებს, როდესაც ზუსტად არის აღწერილი ყველა მტკივნეული წერტილი, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს სახელმწიფოებრიობაში, დემოკრატიის ხარისხში და ე.წ. ხელისუფლების ურთიერთობაში საზოგადოებასთან, გულწრფელად მენანება, რომ საქართველოს მიღწევები, რომელიც გვქონდა დემოკრატიის სფეროში, ასე უმოწყალოდ და უგონოდ არის გადაგდებული სანაგვე ყუთში.
საქართველოში ჩვენი მოკავშირეების დიპკორპუსია, რომელთაც აქვთ შესანიშნავი საინფორმაციო ქსელი და ღებულობენ ინფორმაციას ყველაფერზე, რაზეც საჭიროა და თავის დედაქალაქებს ამას აცნობებენ. ნურავის, შუშის სასახლიდან დაწყებული კანცელარიით დამთავრებული, ნუ ჰგონიათ, რომ აქ ვიღაც სულელია, რომელიც თავის დედაქალაქს არ უკეთებს ინფორმირებას იმაზე, რომ საქართველო დგას რუსეთის ფედერაციის თარგზე გამოჭრილი რეპრესიული რეჟიმის ჩამოყალიბების გზაზე,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ადამიანების უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში 47 გვერდი საქართველოს ეთმობა. სანიმუშოდ ცუდი არჩევნები, ზეწოლა მედიაზე, ნდობადაკარგული სასამართლო, კორუფცია ხელისუფლებაში, წამება ციხეებში და მკვლელობა ეს არასრული ჩამონათვალია იმ მძიმე შეფასებების, რომელიც ანგარიშში მოხვდა.
  • რეგისტრაცია: 9.12.2010
  • სტატუსი:  offline
^
სანიმუშოდ ცუდი არჩევნები, ზეწოლა მედიაზე, ნდობადაკარგული სასამართლო, კორუფცია ხელისუფლებაში, წამება ციხეებში და მკვლელობა ეს არასრული ჩამონათვალია იმ მძიმე შეფასებების, რომელიც ანგარიშში მოხვდა.
იუფ! მალადეც ჩვენ!
აი მესმის "გასაოცარი"დემოკრატია! am
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005