BABAJANA

წყარო: accentnews.ge, 13 მარ 2019, ნახვები: 957, კომენტარი: 1
რუსული მხარის მტკიცებით, ირაკლი კვარაცხელიამ საკუთარი მაისურით ჩამოიხრჩო თავი
photo © accentnews.ge  
ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებისას საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიას რუსი ე.წ. მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, არანაირი სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია და, შესაბამისად, მის მიმართ ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ გამოყენებულა, ხელბორკილების დადებაც კი არ გახმდარა საჭირო,- ამის შესახებ ადგილობრივ ჟურნალისტს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოში განუცხადეს. მისივე ინფორმაციით, კვარაცხელია 10 მარტს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:00 სთ-ზე სოფელ ნაბაკევის განაპირას “აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის” დააკავეს.
“დაკავებისას ახალგაზრდა მშვიდად და ადექვატურად იქცეოდა, მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. როცა საბუთების წარდგენა მოსთხოვეს, წარადგინა. არანაირი კანონსაწინააღმდეგო მოქმედება არც მისი, არც მესაზღვრეების მხრიდან არ მომხდარა, შესაბამისად, ირაკლი კვარაცხელიას მიმართ ზემოქმედების არანაირი ზომა არ გამოყენებულა, მისთვის ხელბორკილებიც კი არ დაუდიათ, ისე გადაიყვანეს სამმართველოში და მოათავსეს დაკავებულთათვის განკუთვნილ ჩვეულებრივ ოთახში, რომელსაც გისოსებიც კი არ აქვს” - განაცხადეს რუსულ სასაზღვრო სამმართველოში. როგორც უწყებაში ირწმუნებიან, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ სამმართველოს თანამშრომლები ოთახში შევიდნენ და უსიცოცხლო კვარაცხელია აღმოაჩინეს: მან საკუთარი მაისურით ჩამოიხრჩო თავი.
“ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელიც ნაბაკევში მორიგეობს, ამდენად მედიკოსები ძალზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. ჯერ კიდევ მათ მოსვლამდე სამმართველოს თანამშრომლები კვარაცხელიასთვის დახმარების გაწევას და მის რეანიმირებას ცდილობდნენ, თუმცა იგი ვერც მედიკოსებმა გადაარჩინეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა გარდაცვალების ფაქტი დააფიქსირეს. მათვე დაათვალიერეს ცხედარი და სიკვდილის მიზეზად ასფიქსია დაასახელეს, ასევე დააფიქსირეს ძალადობის კვალის არარსებობა”-ირწმუნებიან უწყებაში. მისივე ცნობით, დღეს, ადგილობრივი დროით 17.30 სთ-ზე ენგურის გამშვებ პუნქტზე აფხაზური უშიშროების თანამშრომლებმა ცხედარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს გადასცეს.
როგორც რუსულ უწყებაში აცხადებენ, ირაკლი კვარაცხელია მისმა ყოფილმა მეუღლემ ამოიცნო. ქართულ მხარეს ასევე გადაეცა ყველა საბუთი და სამედიცინო დასკვნა.
აფხაზური სს კოდექსის თანახმად, თუ არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებები, დე ფაქტო საზღვრის ე.წ. უკანონო კვეთა 324-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება, რაც 30-დან 60 ათას რუბლამდე ოდენობის ჯარიმას, ან მის გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში 2 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა როგორც წესი, 324-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდებულებს პირობით მსჯავრს უფარდებენ. აღსანიშნავია, რომ ცხედრის ქართული მხარისთვის გადმოცემის შემდეგ აფხაზურ დე ფაქტო საგარეო უწყებაში გაიმართა შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან, რომლებიც მორიგი რაუნდის დღის წესრიგის მოსამზადებლად დღეს სოხუმს სტუმრობდნენ.
დანამდვილებით არის ცნობილი, რომ ამ შეხვედრაზე ირაკლი კვარაცხელიას საქმეზეც იმსჯელეს, თუმცა საუბრის დეტალები ჯერ-ჯერობით არ საჯაროვდება.
  • რეგისტრაცია: 26.11.2018
  • სტატუსი:  offline
^
ოცნება თქვენი გაბეყვილი დედის მუტლები გავტყანი ამ ბიჭის სახელით
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005