BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 13 მარ 2019, ნახვები: 615, კომენტარი: 0
თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ პროცესი ხელის გადაგრეხვის პრინციპით იქნება ბოლომდე მიყვანილი, ცდება - ბესელია კობახიძის კანონპროექტზე საუბრობს
photo © rustavi2.ge  
მართლმსაჯულების რეფორმის საკუთარ ვარიანტს ეკა ბესელია საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობს. საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი ამ წუთებში ევროსაბჭოს წარმომადგენლობას ხვდება. ეკა ბესელიას თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს, რომ ხელის გადაგრეხვის პრინციპითა და დაჩქარებული წესით მიიღოს კობახიძის კაბინეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხს უკავშირდება.
მმართველი გუნდის ყოფილი წევრის განცხადებით, გაუგებარია, თუ პარლამენტის თავმჯდომარის კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა და მის დასკვნას ელოდებიან, რატომ დანიშნა მმართველმა გუნდმა კვირის ბოლოს კომიტეტის სხდომა, სადაც საკითხს განიხილავენ. ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების შეფასებით, კობახიძის ინიციატივა სასამართლო სისტემაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და მოსამართლეების კლანის კონტროლისგან გათავისუფლებას ვერ შეძლებს.
„იქ, სადაც ყველაზე მეტი დრო გჭირდება იმისთვის, რომ კარგად გაიაზრო, რა გადაწყვტილება უნდა მიიღო და ვენეციის კომისიას დაელოდო და გაქვს 5-კვირიანი ვადა და 5 კვირის ნაცვლად, იმავე კვირას იწყებ განხილვას, ეს ძალიან საეჭვოა. ეს ჰგავს დაჩქარებულ განხილვას. 6 პუნქტია ისეთი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს კობახიძის კაბინეტის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტში. მინდა ვუთხრა, რომ ამ 6-ვე პუნქტს აქვს მძიმე შინაარსი. ის ეწინააღმდეგება დემოკრატიულობის პრინციპს.
"რას ნიშნავს ეს. დახურული და კონფიდენციალური ინფორმაციები, რომელიც პარლამენტსაც კი არ ეგზავნება, იუსტიციის საბჭოში რჩება. პარლამენტს იმ ინფორმაციასაც კი არ აძლევენ, რომელსაც თავად მოიპოვებენ კანდიდატთან დაკავშირებით. არაფერი არ წერია, როგორ უნდა შედგეს სამუშაო ჯგუფი, როგორ უნდა მოუსმინოს კომიტეტმა. ეს ყველაფერი თურმე ექსკლუზიურად უნდა გადაწყვიტოს სხდომაზე. ამავე დროს ჩაკეტილია კონკურსი. თუ ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ ეს პროცესი ფორსირებულად, ჩქარა და ხელის გადაგრეხვის პრინციპით იქნება ბოლომდე მიყვანილი, ძალიან ცდება,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005