BABAJANA

წყარო: ipn.ge, 12 მარ 2019, ნახვები: 579, კომენტარი: 0
დავით ზალკალიანი - საქართველოს მოსახლეობის ყველა მცდელობა, ევროპის ქვეყნებში თავშესაფარი მოითხოვოს, ფუჭია - მოვუწოდებ მათ, ნუ ჩაიგდებენ თავს მძიმე მდგომარეობაში
photo © ipn.ge  
ფუჭია, საქართველოს მოსახლეობის ყველა ასეთი მცდელობა მოითხოვოს თავშესაფარი ევროპის ქვეყნებში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ესპანეთსა და საფრანგეთში ქუჩაში მყოფი თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განაცხადა.
დავით ზალკალიანს კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია, თუ რამდენმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი ევროპის ქვეყნებში, თუმცა მისი თქმით, საქართველოს იმიჯი ევროკავშირში არის წარმოდგენილი, როგორც უსაფრთხო ქვეყანა და შესაბამისად, თავშესაფრის მოთხოვნა ჩვენს მოქალაქეებს არ დაუკმაყოფილდებათ.
"ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ ნებისმიერ შეტყობინებაზე და ინფორმაციაზე, რომელიც არის დაკავშირებული თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, ეს შემთხვევაც ჩვენთვის ცნობილია. ჩვენი კონსულები არიან მუდმივ კავშირში საიმიგრაციო სამსახურების წარმომადგენლებთან. ჩვენმა საზოგადოებამ და მოსახლეობამ უნდა გაიგოს, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში არის შეყვანილი უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში. ანუ, ეს გულისხმობს იმას, რომ არც ერთი მიმართვა, რომელიც იქნება თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით არ იქნება დაკმაყოფილებული. მოვუწოდებთ საზოგადოებას, ჩვენს მოსახლეობას, რომ ნუ ჩაიგდებენ თავს მძიმე მდგომარეობაში. ის ხარჯები, რომელსაც ისინი გაიღებენ იმ მიზნით, რომ წავიდნენ და თავშესაფარი მოითხოვონ, მხოლოდ დააზარალებს ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც კონსულები შეხვდნენ ბარსელონასა და ამიენსში, მინისტრის თქმით, მათ შესაბამისი პროცედურები აუხსნეს და ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ დაბრუნდნენ ქვეყანაში.
შეგახსენებთ, საქართველოს კონსულებმა ბარსელონასა და ამიენსში საქართველოს მოქალაქეები მოინახულეს, რომელთაც თავშესაფრის მოთხოვნის გამო ქუჩაში ყოფნა უწევთ. საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ბარსელონას გადაუდებელი აუცილებლობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან და ღამეს ოჯახებთან ერთად ქუჩაში ათენებენ. ანალოგიურ შემთხვევას ადგილი აქვს საფრანგეთში ქალაქ, ამიენსში, სადაც ქუჩაში, რკინიგზის სადგურზე ღამეს, ასევე, ათენებს თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით საფრანგეთში ჩასული საქართველოს ათეულობით მოქალაქე მცირეწლოვან ბავშვთან ერთად.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005