BABAJANA

წყარო: ipn.ge, 11 თებ 2019, ნახვები: 357, კომენტარი: 0
გიგი უგულავა - ვვარაუდობ, რომ დავით კირკიტაძეს გაათავისუფლებენ
photo © ipn.ge  
ვვარაუდობ, რომ დავით კირკიტაძეს გაათავისუფლებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში განუცხადა, სადაც დავით კირკიტაძისა და ვალერი გუსაევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. როგორც უგულავა განმარტავს, საქმე შერჩევით სამართალს ეხება და ამას კანონის უზენაესობასთან კავშირი არ აქვს.
"ამ დაკავებას კანონის უზენაესობასთან არაფერი აქვს საერთო, წარმოადგენს შერჩევითი სამართლის ნიმუშს. ქმედება და სამართლებრივი კვალიფიკაცია არაფრით არაა დაკავშირებული, ეს მუხლი ყაჩაღებს წარედგინებათ პოლიციის წინააღმდეგობის დროს. ბევრი არგუმენტია, რომ გაათავისუფლონ, მაგრამ ეს მოხდება იმის გამო, რომ "ოცნების" აქტივისტი, ვინც მთავრობის დავალებით სცემდა ოპოზიციას ველისციხეში, უნდა გამოუშვან, რადგან ოჯახი ხმაურობს. ეს მარაზმი უნდა დასრულდეს", - განაცხადა უგულავამ.
ამ წუთებში გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძისა და ვალერი გუსაევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზევე მოხდება მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა.
შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Merab Sepashvili

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005